ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დმანისის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ, მოწყვლადი კატეგორიის 150 აზერბაიჯანელ მოქალაქეს ესტუმრნენ და პირადად მიულოცეს ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული. დმანისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა ყოველწლიურად უერთდება ამ დღესასწაულს და ეთნიკურ აზერბაიჯანელებთან ერთად აღნიშნავს.
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი დოხტურიშვილმა, წალკის, დმანისის, თეთრიწყაროსა და ბოლნისის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გოგი მეშველიანმა, დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ, პაატა ყულიაშვილმა მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები მოინახულეს.
პროექტი ადგილობრივი და ცენტრალური ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება. გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს შპს ქცია ახორციელებს.
დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა, მერის მოადგილემ კახა პეტრიაშვილმა და დინამოს აკადემიის წარმომადგენლებმა, ა(ა)იპ ომარ მუმლაძის სახელობის სპორტული სკოლის "ნორჩ ფეხბურთელებს" სპორტული ინვენტარი გადასცეს.
აღსანიშნავია, რომ დმანისის მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვანია სპორტული განათლების ხელშეწყობა. მემორანდუმით გათვალისწინებული პირობების ფარგლებში, მერია უზრუნველყოფს "დინამოს აკადემიაში" ჩარიცხული დმანისელი ნორჩი ფეხბურთელების მომზადების საფასურს, რაც ხელს შეუწყობს სასკოლო ასაკის ბავშვებში ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას.
დამსწრე საზოგადოებას სიტყვით დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ პაატა ყულიაშვილმა და დმანისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა მაია ხმალაძემ მიმართეს.
მათი პრობლემები და საჭიროებები პირადად მოისმინა და გადაჭრის გზებზე შესაბამის სამსახურებთან ერთად იმსჯელა.
დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა მოადგილეებთან და მერის წარმომადგენლებთან ერთად, მოწყვლადი კატეგორიის მრავალშვილიან დედებს 3 მარტი მიულოცა, ყვავილები და ტკბილეულის კალათები გადასცა.
ირგანჩაი-დმანისი ირგანჩაიდან ქალაქ დმანისის მიმართულებით ორშაბათი, ოთხშაბათი. გამოსვლა ირგანჩაიდან 9:00 საათი, გასვლა ქალაქი დმანისიდან ირგანჩაის მიმართულებით 15:00 საათი.
კობა მურადაშვილის განცხადებით ახალგაზრდული პროექტების მხარდაჭერა პრიორიტეტულ საკითხს წარმოადგენს. მნიშვნელოვანია, როდესაც ახალგაზრდულ იდეას მხარს უჭერს ადგილობრივი თვითმმართველობა.
განხილვას დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, პაატა ყულიაშვილი, საკრებულოს წევრები, მერიის თანამშრომლები და დაინტერესებული საზოგადოება ესწრებოდა.
მოქალაქეების და ექსპერტების მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებს შემდგომ დაეფუძნება მუნიციპალიტეტის მიერ შემუშავებული პროგრამები.
"სპორტის განვითარება და პოპულარიზაცია ჩვენი პრიორიტეტია, 2023 წელი ნაყოფიერი და წარმატებული იყო ჩვენი სპორტსმენებისთვის და წინ კიდევ ბევრი გეგმა გვაქვს რომლის განხორციელებასაც ახალი ძალებით შევუდგებით. მინდა წარმატება ვუსურვო ბატონ დავითს და მადლობა გადავუხადო ყოფილ ხელმძღვანელს გიორგი ოკმელაშვილს 14 წლიანი მუშაობისთვის, ასევე წარმატებას ვუსურვებ მას ახალ თანამდებობაზე"-განაცხადა დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა.
2024 წელს დმანისის მუნიციპალიტეტში აღნიშნული პროგრამის განხორციელებისთვის 686 000 ლარი გამოიყო. დასახლების საერთო კრებები 30 იანვრიდან დაიწყო და მუნიციპალიტეტის 57 სოფელში ჩატარდება.
ღონისძიებაზე 10 ქვეყნის დელეგაცია და სახელმწიფო სტრუქტურებიდან მოწვეული სტუმრები მონაწილეობდნენ.
საპროექტო წინადადებების განხილვას ყველა სოფელში ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები ესწრებიან.









