„ბოლნისი ოქროსფერი ღვინის ქალაქი“
ბოლნისის გერმანულ უბანში დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის ფესტივალი გაიმართა.
წელს უკვე მესამედ, ფესტივალი ტრადიციულად ეხმიანებოდა სლოგანს ,,ბოლნისი ოქროსფერი ღვინის ქალაქი“.
მონაწილეობდა 60-ზე მეტი მეღვინეობა სხვადასხვა კუთხიდან.
მოეწყო ღვინის დეგუსტაცია, საბავშვო სივრცე და შემეცნებითი აქტივობები.
დღის ბოლოს გამოვლინდა გამარჯვებული ღვინოები, რომელიც სპეციალურმა ჟიურიმ შეარჩია.
ფესტივალი გაიმართა არემჯის ორგანიზებით და პარტნიორი უწყებების მხარდაჭერით.