ბოლნისის მუნიციპალიტეტში კომპანია „არემჯის“ გარემოს დაცვის დეპარტამენტთან ერთად ხეები დაირგო.
ღონისძიება გაიმართა საზოგადოებრივი გაერთიანების ,,მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის“ კამპანიის ფარგლებში - „მე დავრგე ხე“.
ტერიტორიაზე სპეციალურად შერჩეული ჯიშების 265 ხე დაირგო. ღონისძიებაში დაბა კაზრეთის და დმანისის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეები, მასწავლებლები, დმანისის მერიის ახალგაზრდული სათათბიროს წარმომადგენლები და კომპანია „არემჯის“ თანამშრომლები მონაწილეობდნენ.
მცენარეული საფარის აღდგენითი სამუშაოები კანონის შესაბამისად მიმდინარეობს.