ფაშიზმზე გამარჯვების 79-ე წლისთავთან დაკავშირებით, დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა, თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ გომარეთში ომში დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.
დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა, მერიის თანამშრომლებთან და საკრებულოს წევრებთან ერთად, სოციალური აქციის ფარგლებში დმანისის მუნიციპალიტეტში მოწყვლადი კატეგორიის ოჯახებს და სათნოების სახლის ბენეფიციარებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, დმანისის მუნიციპალიტეტის მერთან კობა მურადაშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან პაატა ყულიაშვილთან ერთად, სოფელ იაღულბოს წყალსაცავის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.
22 აპრილს დედამიწის დღესთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტში დასუფთავების აქცია მოეწყო. მერიის, საკრებულოს და ა(ა) იპ სამსაურების თანამშრომლებმა ქალაქ დმანისში იაღუფლოს ტბიდან გოდაგდაგის მიმართულებით საავტომობილო გზის მიმდებარე ტერიტორია პოლიეთილენის ბოთლების, პარკებისა და სხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან დაასუფთავეს.
18 აპრილს, მემკვიდრეობის დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, "მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის"( საყდრისის კომიტეტი) ხელმძღვანელმა ნინო ბურჭულაძემ დმანისის მუნიციპალიტეტის მერის ახალგაზრდულ სათათბიროს წევრებს XVII-XVIII საუკუნის აბულმუგის აბანოს ეზოში უმასპინძლა, რომელიც პირველი დაუშლელად გადატანილი ძეგლია საქართველოში.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულთან, გიორგი დოხტურიშვილთან და დმანისის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად მოსახლეობას შეხვდა და ქვემო ქართლის რეგიონში ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანია დმანისიდან გახსნა.
დღეს, დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა მოადგილეებთან, კახა პეტრიაშვილთან და არიფ სულეიმანოვთან ერთად, მერიისა და ა(ა)იპ სამსახურის უფროსებთან თათბირი გამართა. თათბირზე 2025 წლის ბიუჯეტის ფორმირების საკითხები განიხილა, გაწეული საქმიანობა შეაჯამა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
დღეს, დმანისის მუნიციპალიტეტის მერი, კობა მურადაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე, პაატა ყულიაშვილი, მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი ნინო ომიაძე და დმანისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი, მაია ხმალაძე ქალაქ დმანისის N1 საჯარო სკოლის მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეებს შეხვდნენ.
დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა კობა მურადაშვილმა, მოადგილეებთან, საკრებულოს თავმჯდომარესთან, პაატა ყულიაშვილთან, საკრებულოს წევრებთან და მოაქალაქეებთან ერთად, სოფელ ბოსლებში, 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და მათ ხსოვნას პატივი მიაგო.
სპორტის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, დმანისის მუნიციპალიტეტში, სასკოლო ლიგის ფარგლებში გოგონებსა და ვაჟებს შორის მინი ფეხბურთსა და ფრენბურთში ტურნირი გაიმართა. მინი ფეხბურთში გამარჯვება ქალაქ დმანისის N1 საჯარო სკოლამ მოიპოვა, ხოლო მეორე საპრიზო ადგილი სოფელ დიდი დმანისის საჯარო სკოლამ დაიკავა.
დმანისის მუნიციპალიტეტის მერი, კობა მურადაშვილი ა(ა)იპ ომარ მუმლაძის სახელობის დმანისის სპორტული სკოლის, მკლავჭიდის წრის სპორტსმენებს შეხვდა და წარმატებით ასპარეზობა მიულოცა. სპორტსმენებმა მიმდინარე წლის 8-9 მარტს თბილისის ღია პირველობაზე მოიპოვეს საპრიზო ადგილი და ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობის ლიცენზია, ჩემპიონატი გაიმართება 2-12 მაისს, სლოვაკეთის ქალაქ ბრატისლავაში.
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი დოხტურიშვილმა, საქართველოს პარლამენტში ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარმა, გოგი მეშველიანმა, დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ, პაატა ყულიაშვილმა მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები მოინახულეს.
ქალაქ დმანისის სულთმოფენობის სახელობის ტაძარში, დმანისის და აგარაკ-ტაშირის ეპარქიის მთავარეპისკოპოსმა ზენონ იარაჯულმა, ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად, მართლმადიდებლობის ზეიმის კვირას, სადღესასწაულო წირვა აღავლინა და დმანისის მუნიციპალიტეტის სასაზღვრო მონუმენტზე განთავსებული სამეფო ჯვარი აკურთხა. კურთხევის ცერემონიალს დმანისის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.
დმანისის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა სამუშაო შეხვედრა გამართეს იაპონიის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს წარმომდგენელთან მასაჰირო კატოსთან და საერთაშორისო ასოციაცია კივიტას გეორგიკას დირექტორთან გიორგი მესხიძესთან.
სახალხო დღესასწაულს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე, მინისტრთა კაბინეტისა და საქართველოს პარლამენტის წევრები, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი დოხტურიშვილი, დმანისის მუნიციპალიტეტის მერი, კობა მურადაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სახალხო დღესასწაულს დმანისის მუნიციპალიტეტის მერი, კობა მურადაშვილი, მერის მოადგილეები: კახა პეტრიაშვილი, თემური ზურაბიშვილი, არიფ სულეიმანოვი, საკრებულოს თავმჯდომარე, პაატა ყულიაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები, ოლეგი გოშუანი, რამიზ რამაზანოვი, აზერ ალიევი, საკრებულოს წევრები და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა დმანისის მუნიციპალიტეტის სოფლებში, წითელი ჯვრის და სოფლის ექიმის პროგრამის ეფექტურად განხორციელებისთვის, ურთიერთკოორდინირებული მუშაობის აუცილებლობაზე ისაუბრეს. დეტალურად იყო განხილული დმანისის მუნიციპალიტეტში ,,სოფლის ექიმის" ამბულატორიების მუშაობის პროცესი, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 10 ამბულატორიაა განთავსებული.









