წინასწარ შედგენილი გრაფიკის მიხედვით, დღეს განთიადის, ჯავახის, ტნუსის, შინდლარის, იაღუფლოსა და პანტიანის მოსახლეობასთან გაიმართა შეხვედრა. მოსახლეობამ თავად გადაწყვიტა თუ რას მოხმარდება სოფლისთვის გამოყოფილი თანხა.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, სოფლის მოსახლეობასთან ერთად, დიალოგის რეჟიმში, 2024 წლის პრიორიტეტული მიმართულებები განიხილეს.
დმანისის მუნიციპალიტეტის მერი, კობა მურადაშვილი, მერის მოადგილეები, საკრებულოს თავმჯდომარე პაატა ყულიაშვილი და საკრებულოს წევრები დღეს დაგარახლოს, იფნარის, კიზილაჯლოს, საჯას, ბახჩალარის, ორმაშენის მოსახლეობას შეხვდნენ.
დმანისის მუნიციპალიტეტის მერი, კობა მურადაშვილი, მერის მოადგილეები, საკრებულოს თავმჯდომარე პაატა ყულიაშვილი და საკრებულოს წევრები ველისპირის, განახლების, სარკინეთის, გომარეთის, მამულოს, ქართული კაკლიანის, ქციის, ზემო და ქვემო კარაბულახის, ახის, ახალი და ძველი გოდაგდაგის მოსახლეობას შეხვდნენ.
კობა მურადაშვილის განცხადებით, დმანისის ეკონომიკური და სოციალური კუთხით გაძლიერებისათვის არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა, რაც 2024 წელსაც გაგრძელდება.
მსგავსი შეხვედრები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს, რომლის დროსაც მოქალაქეებისთვის დახმარების გაწევა კომპეტენციის ფარგლებში ხორციელდება.
„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, რომლის ბიუჯეტიც 50 000 ლარს შეადგენს, მოსახლეობის განაცხადების საფუძველზე, საერთო ქონების ექსპლუატაციისა და განვითარებისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაფინანსდება.
შეხვედრაზე, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე პაატა ყულიაშვილი, მერის მოადგილეები, სამსახურის და ა(ა)იპ-ების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ, მუნიციპალიტეტის მერმა 2023 წელი შეაჯამა, არსებულ პრობლემებსა და მიღწეულ წარმატებებზე ისაუბრა.
სადღესასწაულო დღეებში 30, 31 დეკემბერს, საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოქალაქეებს უფასოდ მოემსახურება.
პროგრამის „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში, დმანისის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების წარჩინებული მოსწავლეებისათვის ოქროს მედლებისა და კომპიუტერების გადაცემის ცერემონია გაიმართა.
შობა-ახალი წლის დღესასწაულებთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ავტობუსი, 30, 31 დეკემბერს უფასოდ მოემსახურება მგზავრებს.
დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, მაია ხმალაძემ „თბილისი ენერჯის“ წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადეს აქტივობისთვის და მათთან ერთად მოსწავლეებსა და ქართული ენის პედაგოგებს სიმბოლური საახალწლო საჩუქრები გადასცეს.
კობა მურადაშვილის განცხადებით ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედნის მშენებლობა ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდა. მიმდებარე ტერიტორიაზე კი სკვერის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
დღეს, დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ გომარეთში ტრადიციულად ლამაზი ღონისძიება მიეძღვნა ბავშვებს. საზეიმო განწყობა იყო ასევე სარკინეთის, ბოსლების, ამამლოსა და ქალაქ დმანისის საბავშვო ბაღებში.
დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა მოქალაქეებს სიტყვით მიმართა და დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა. სრულად ახალი საახალწლო განათებებით მოირთო დმანისის ცენტრალური ქუჩები. ილუმინაციების ნაწილი ქალაქს, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით გადმოეცა.
ევროკავშირის მხარდაჭერით ორგანიზაცია HEKS/EPER Georgia, სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდის (CIF) პარტნიორობით პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში თანაბარი და სრულყოფილი მონაწილეობისთვის“ ფარგლებში, სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას დმანისის, ბოლნისისა და მარნეულის საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რომლებიც უშუალოდ ჩართულნი არიან ადგილობრივი თვითმმართველობის მონაწილეობის მექანიზმების შემუშავების პროცესში.
თამაშები კონკურენტულ გარემოში მიმდინარეობდა და გამარჯვება ქალაქ დმანისის N 3 საჯარო სკოლის გუნდმა მოიპოვა. მეორე ადგილი სოფელ ბოსლების, ხოლო მესამე ადგილი სოფელ კამარლოს საჯარო სკოლამ დაიკავა. გამარჯვებული გუნდები დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის სახელით თასით და სიგელებით დაჯილდოვდნენ.
2023 წლის 15-16-17 დეკემბერს ქალაქ ქუთაისში საქართველოს ჩემპიონატი გაიმართა კიკბოქსინგში, სადაც ა(ა)იპ დმანისის სპორტული სკოლის კიკბოქსინგის წრის ხუთმა აღსაზრდელმა მიიღო მონაწილეობა. მათ წარმატებით იასპარეზეს, გუნდური თასი და სამი ოქროს მედალი მოიპოვეს.









