დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
2018-10-24

მიმდინარე წლის 13-18 ოქტომბერს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანიზებით, სოფელ ცურტავში ვეტერანი ფეხბურთელების ხსოვნისადმი მიძღვილი ტურნირი ქვემო ქართლის ფეხბურთის გუნდების მონაწილეობით გაიმართა. ტურნირში პირველი ადგილი დმანისის ომარ მუმლაძის სახელობის სპორტული სკოლის ფეხბურთის გუნდმა "დმანისის აისმა" მოიპოვა. გამარჯვებულ გუნდს ტურნირის ორგანიზატორებისაგან გადაეცათ თასი და სიგელები.

ვრცლად
2018-10-24

დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის, საკონფერენციო დარბაზში, მიმდინარეობს სამუშაო შეხვედრა ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლებთან 

ვრცლად
2018-10-23

ააიპ „დმანისის სკოლამდელი აღზრდისა და განათლების“ სამსახურმა, თავის დაქვემდებარებაში შემავალ, 9 საბავშვო ბაღს, შეუძინა შიდა სასრიალოების მოწყობილობა, სათამაშოები, საწოლები და ტანსაცმლის საკიდი კარადები

ვრცლად
2018-10-23

მიმდინარე წლის, 23 ოქტომბერს, დმანისის მუნიციპალიტეტს, აშშ-ის საელჩოსგან, მუნიციპალიტეტის ტერიტორიის კეთილმოწყობისა და საინჟინრო ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის, გრანტის სახით, გადმოეცა 94,370.00 აშშ დოლარის  ღირებულების სატრანსპორტო საშუალება - გრეიდერი.

ვრცლად
2018-10-21

დღეს, სოფელ ამამლოში, იმყოფებოდა ქ. თბილისის ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრი, საპატრიარქოს პროექტის ,,განსწავლა" ფარგლებში.
ექიმთა ჯგუფი შეხვდა მოსახლეობას, ისაუბრეს ტუბერკლუზის შესახებ, მის დროულ დიაგნოსტიკასა და მკუნალობაზე. მსურველებს ჩაუტარდათ გამოკვლევები და მიეცათ შესაბამისი დანიშნულება. ,, ტუბერკულოზი, ეს არის დაავადება, რომელიც ჰაერ- წვეთოვანი გზით გადადის დაამიტომ, სწრაფად უნდა იქნეს, ყურადღება გამახვილებული ამ ფაქტორზე, რომ დროული გამოვლენის შემდგომ, თავიდან იქნას აცილებული, ოჯახის და სხვა საზოგადეობის წევრების დაავადების გადადების რისკის შემცირება. ტუბერკულოზის მკურნალობა უფასოა და დაინფიცირებულ პირს, შეუძლია ისარგებლოს , სახელწმიფოს სრული ფინანსური მხარდაჭერით. დღეს, სოფელ ამამლოში, შედგა ჩვენი სამუშაო შეხვედრა, სამომავლოდ, მერიის სოციალური სამსახურის მხარდაჭერით ვგეგმავთ სოფელ ირგანჩაიში ვიზიტს." - ისაუბრა ქ. თბილისის ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის ამბულატორიის სამსახურის ხელმძვანელმა ქალბატონმა ლეილა გოგინაშვილმა.
შეხვედრას ორგანიზება გაუკეთა დმანისის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსმა, მეგი ედიბერიძემ

ვრცლად
2018-10-19

დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭოს სხდომა გაიმართა. სხდომაზე განიხილეს დმანისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს ღობნისძიებათა 2018 - 2019 წლის სამოქმედო გეგმა. 
საბჭო განსაზღვრულია 12 წევრისაგან, რომელსაც ხელმძღვანელობს საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე - სოფიო ასლამაზაშვილი.
გენდერული თანასწორობის საბჭო არის საკრებულოს სათათბირო–საკონსულტაციო ორგანო, რომელიც "გენდერული თანასწორობის შესახებ" საქართველოს კანონისა და საკრებულოს რეგლამენტის შესაბამისად, განიხილავს მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის დაცვის მდგომარეობას, შეიმუშავებს წინადადებებს ადგილებზე დისკრიმინაციისა და აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად შესაბამისი ღონისძიებების შემუშავებისა და განხორციელების კოორდინაციის მიზნით.

ვრცლად
2018-10-19

დღეს, დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გეგმიური სხდომა გამართა, სადაც დღის წესრიგით გათვალისწინებულ სამ საკითხზე იმსჯელეს.

საკრებულომ 2018 წლის 19 ოქტომბერს სხდომაზე განიხილა და დაამტკიცა შემდეგი საკითხები:

დადგენილება: „დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 24 ნოემბრის №35 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.’’

განკარგულება: ,,დმანისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ.’’

განკარგულება: ,,2018 წელს დმანისის მუნიციპალიტეტში საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან დასაფინანსებელი პროექტების მოწონების თაობაზე ’’ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 24 ნოემბრის №122 08 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ.’’

ვრცლად
2018-10-19

დმანისელი სპორტსმენის წარმატება საერთაშორისო არენაზე - ვერცხლის მედალი მკლავჭიდში მსოფიოს პირველობაზე

დმანისელმა ახალგაზრდა სპორტსმენმა, ნოდარ ციხელაშვილმა, ქალაქ ანტალიაში გამართულ მსოფლიო პირველობაზე მკლავჭირდში, 80 კილოგრამ წონით კატეგორიაში, წარმატებით იასპარეზა, მეორე ადგილი დაიკავა და ვერცხლის მედალს დაეუფლა.

აღსანიშნავია, რომ ნოდარ ციხელაშვილი არის საქართველოს ორგზის, ევროპის და ახლა უკვე მსოფლიოს პრიზიორიც.

ვრცლად
2018-10-18

დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის, საკონფერენციო დარბაზში სამუშაო შეხვედრა გაიმართა.შეხვედრას უძღვებოდა დმანისის მუნიციპალიტეტის მერი, გიორგი ტატუაშვილი.

ვრცლად
2018-10-16

დმანისის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ტატუაშვილი, ქვემო ქართლის გუბერნატორ, შოთა რეხვიაშვილსა და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირებთან ერთად, საქართველო-ლატვიის რეგიონების ეკონომიკურ ფორუმს დაესწრო

ვრცლად
2018-10-08

ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა, შოთა რეხვიაშვილმა, დმანისის  მუნიციპალიტეტში, მოსახლეობასთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრები გამართა.

ვრცლად
2018-10-05

5 ოქტომბერს მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში მასწავლებელთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ.მასწავლებელთა საერთაშორისო დღის აღნიშვნა სათავეს 1994 წლის 5 ოქტომბრიდან იღებს.

ვრცლად
2018-10-04

მიმდინარე წლის, 4 ოქტომბერს, დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში, დმანისის მუნიციპალიტეტის მერიასა და შპს „ნამი“ ს შორის  ხელშეკრულება გაფორმდა.

ვრცლად
2018-10-03

  ქ. დმანისის, 26 მაისის ქუჩაზე, დაიწყო მრავლბიანი, საცხოვრებელი კორპუსის ფასადის სარეაბილიტაციო სამუშაოები.

ვრცლად
2018-10-02

იმდინარე წლის 30 სექტემბერს, მარნეულის მუნიციპალიტეტში გაიმართა საქართველოსა და აზერბაიჯანის მეგობრობისადმი მიძღვნილი ტურნირი ჭიდაობა - ძიუდოში.

ვრცლად
2018-10-01

მსოფლიო პირველ ოქტომბერს ხანდაზმულ ადამიანთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავს, რომელსაც ტრადიციულად უერთდება დმანისის მუნიციპალიტეტი!

ვრცლად
2018-10-01

მიმდინარე წლის 30 სექტემბერს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის ისტორიულ უბანში, "ბოლნისქალაქობა2018" აღინიშნა.

ვრცლად
2018-10-01

 მიმდინარე წლის, 29-30 სექტემბერს, დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში, მიმდინარეობდა ტრენინგი ბულინგის თემაზე.

ვრცლად
2018-09-28

მიმდინარე წლის 27 სექტემბერს ქ.დმანისში, N3 საჯარო სკოლის დარბაზში „ევროპის სპორტული კვირეულის ფარგლებში“ გაიმართა ტურნირი ფრენბურთში, სადაც მონაწილეობას იღებდნენ დმანისელი ახალგაზრდები.

ვრცლად
2018-09-27

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში ქვემო ქართლში გარემოსდაცვითი კუთხით არსებულ ვითარებაზე იმსჯელეს.

ვრცლად
 

    2025 აპრილი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    123456
    78910111213
    14151617181920
    21222324252627
    282930
     
    სიახლეები