‼️‼️დმანისის მუნიციპალიტეტში მიმდინარე წლის 31 ივლისს, ჰეპატიტის კვირეულის ფარგლებში დმანისის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა ჩაატარა ნებაყოფლობითი ,,C"-ჰეპატიტის უფასო სკრინინგი.
!!უფაოს სკრინინგ ტესტირება მოიცავდა დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ტნუსს,სადაც მოსახლეობას კვლევაში მონაწილების მიღება შეეძლო დილის თერთმეტის ნახევრიდან.
!!საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, სულ გამოკვლეული იქნა 50 ბენეფიციარი
!!✍პროექტის ფარგლებში განხორციელდა საინფორმაციო საგანმანათლებლო აქტივობები. მოსახლეობაში, ორგანიზაციებსა და დაწესებულებებში ცნობიერების ამაღლების მიზნით დარიგდა საინფორმაციო სახის ბროშურები.
‼️ტესტები და საინფორმაციო მასალები მოწოდებული იქნა სსიპ ,,ი.საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის" მიერ.
☑️26 ივლისს, დმანისის მუნიციპალიტეტში, პანტიანის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ,,დმანისობა 2018“ აღინიშნა.
☑️დმანისობის დღესასწაულს ესწრებოდნენ ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები,დმანისის მუნიციპლაიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი კახაბერ ოქრიაშვილი.
☑️ადგილობრივ მცხოვრებლებსა და რეგიონის სტუმრებს სცენიდან პირადად მიულოცეს დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ტატუაშვილმა,დმანისის მუნიცილაპიტეტის მაჟორიტარმა დეპუტატმა კახაბერ ოქრიაშვილმა,ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილემ ზაურ დარგალმა და რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ რომელმაც დმანისობის აღსანიშნავად დმანისის მერს გიორგი ტატუაშვილს გადასცა რუსუდან მეფის ვერცხლის მონეტა, რომელიც დათარიღებულია 1230 წლით.
☑️ღონისძიების ფარგლებში გაიმართა კოცერტი სადაც მონაწილეობა მიიღეს როგორც დმანისის მუნიციპალიტეტის ასევე ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტიდან წარმოდგენილმა ანსამბლებმა.
მიმდინარე წლის 26 ივლისს პანტიანის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება სახალხო დღესასწაული „დმანისობა“ .
ღონისძიების ფარგლებში გაიმართება კონცერტი სადაც მონაწილეობას მიიღებენ როგორც დმანისის მუნიციპალიტეტის ასევე ქვემო ქართლლის მუნიციპალიტეტებიდან მოწვეული შემოქმედებითი კოლექტივები.
ჩატარდება სპორტული ღონისძიებები მკლავჭიდსა და ჭიდაობაში,.ხოლო მოყვარულებს შესაძლებლობა ექნებათ მონაწილეობა მიიღონ ჭადრაკის ,ნარდისა და მაგიდის ტენისის ტურნირებში.
ღონისძიების ფარგლებში ჩატარდება კულინარიული მასტერკლასები როგორც ქართული, ასევე საქართველოში წარმოდგენილი ეთნიკური უმცირესობების ტრადიციული სამზარეულოდან.
დასკვნითი კონცერტი გაიმართება დმანისის მუნიციპალიტეტის ცენტრალურ სკევრში.
კონცერტს გამართავს ააიპ. დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრთან არსებული საესტრადო სტუდია ,,მიქსი".
საღამო დასრულდება ფრანებითა და ფეიერვერკით.
თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში 8-15 ივლისის ჩათვლით გაიმართება ქართული მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი "არტგენი"
11.07.2018 რიცხვში ფესტივალის ღონისძიებების ფარგლებში "არტგენის" მეთხუთმეტე საერთაშორისო საიუბილეო ფესტივალზე ააიპ "დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის სტუდიები და წრეები წარსდგნენ საგამოფენო,გამოყენებითი, ხატვისა და გამოყენებითი(ხეზე კვეთა,თექა,ბისერი)ხელოვნების ნიმუშებით.
13 ივლისს დმანისის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას ,,C'' ჰეპატიტის უფასო სკრინინგ-ტესტირება ჩაუტარდა.
სკრინინგ ტესტირება ჩაუტარდათ სოფელ ბაზაქლოსა და ანგრევანის მოსახლეობას.
17 ივლისს,ნოდარ დუმბაძის 90 წლის იუბილესთან დაკავშირებით დმანისის მუნიციპალიტეტის ააიპ დმანისის "საბიბლიოთეკო სამსახური"ს ორგანიზებით ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში გაიმართა მისი შემოქმედების განხილვა.
➡️16 ივლისს დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა სამუშაო შეხვედრა მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და აიპიების ხელმძღვანელებთან.
➡️შეხვედრაზე საუბარი შეეხებოდა სახალხო ზეიმ "დმანისობა 2018" ის საორგანიზაციო საკითხებს.
17 ივლისს, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციაში საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა.
მხარის გუბერნატორმა, გრიგოლ ნემსაძემ საბჭოს წევრებთან ერთად, რეგიონის მასშტაბით მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილა და სფეროში არსებულ საჭიროებებზე ისაუბრა.
დმანისის მუნიციპალიტეტში გაიმართა სამუშაო შეხვედრა ევროკავშირის პროექტის "წყალი სიღარიბის აღმოსაფხვრელად", რომელსაც ქვემო ქართლის რეგიონის მუნიციპალიტეტებში CENN ახორციელებს, სადაც ხდება Wash ტექნიკური შეფასების გაკეთება.
მიმდინარე წლის 19 ივლისს ,დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა სამუშაო შეხვედრა პროექტის „ სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ფარგელბში, რომელსაც ახორციელებს სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდი.
მიმდინარე წლის 4-10 ივლისის ჩათვლით ანაკლიაში მიმდინარეობდა პროექტი "სპორტი ბარიერების გარეშე"
პროექტის ფარგლებში ჩატარდა ფინალური ეტაპი სპორტის ოთხ სახეობაში:მინი-ფეხბურთში,კალათბურთში,ჭადრაკსა და სრინტში
სპრინტში დმანისის მუნიციპალიტეტის სახელით მონაწილეობა მიიღო,ქვემო ქართლის რეგიონალურ პირველობაში გამარჯვებულმა სოფელ გომარეთის ექვთიმე ტაყაიშვილის სახელობის საჯარო სკოლის მოსწავლემ გიორგი ექიზამაშვილმა.
მიმდინარე წლის 10.07.2018 რიცხვშ ჩატარდა მაღალმთაინ დასახლებაში მცხოვრებთა სტატუსის მართვის საბჭოს რიგითი სხდომა.
კომისის სხდომაზე განხილულ იქნა საკითხი მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრები მოსახლეობის სტატუსის მინიჭებისა და შეწყვეტის შესახებ.
დღეს დმანისის მუნიციპალიტეტის პირველ საჯარო სკოლაში პროგრამის მსვლელობისას მოზარდები გაეცნენ ქართული ანბანის განვითარების ეტაპებს: ასევე იმუშავეს თიხის ჭურჭლის მოხატვაზე. შემეცნებითი კურსის პრეზენტაცია სააგენტოს საგანმანათლებლო სამსახურის თანამშრომლებმა და საყდრისის კომიტეტის წევრებმა წარმართეს, რომელსაც ესწრებოდა დმანისის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ტატუაშვილი.
ორგანიზაცია მადლობას უხდის დმანისის მუნიციპალიტეტს პროექტიში აქტიური ჩართულობისთვის.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიება ორგანიზებული იყო დმანისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მიერ.
11 ივლისს დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა სამუშაო შეხვედრა მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და ა.ა.ი.პ-ი სამსახურის ხელმძღვანელებთან.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ დმანისის მუნიციპალიტეტს ახალი, ევროსტანდარტების შესაბამისი 200 ერთეული სანაგვე ურნა გადასცა. ნაგვის ურნები დმანისის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ლოკაციებზე ეტაპობრივად გადანაწილდება, რაც მუნიციპალიტეტში და ტურისტულ ზონებში დასუფთავების სერვისის, ეკოლოგიური და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში პროფესიული საჯარო მოხელის სამუშაოს შეფასების მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში, მერიაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა საჯარო მოხელეების შეფასების სისტემის მოკლე მიმოხილვა.
პროექტი ხორციელდება GIZ-ის, შპს ფრაისუოთერჰაუსკუპერს საქართველოს (PwC) და საჯარო სამსახურის ბიუროს თანამშრომლობით.
26 ივნისს საქართველოს ,,ტაიბოქსისა“ და ,,კიკბოქსინგის“ ფედერაციის, დმანისის შერეული ორთაბრძოლების კლუბი "არწივი“-ის და ააიპ დმანისის სპორტული სკოლის ორგანიზებით, ააიპ დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დარბაზში გაიმართა ქვემო ქართლის რიგით მეხუთე ტრადიციული ღია პირველობა "კიკბოქსინგში". ღონისძიება დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ტატუაშვილმა გახსნა, დამსწრე საზოგადოებას მიულოცა წარმატებული სპორტული ტურნირის დაწყება დმანისის მუნიციპალიტეტში და მონაწილეებსა და მათ წარმომადგენლებს სპორტული წარმატებები უსურვა.
არასამთავრობო ორგანიზაცია „პირველი ევროპელის“ ორგანიზებით მიმდინარე წლის 24 ივნისს ქალაქ დმანისს ეწვია ვეტერან მორაგბეთა ასოციაცია - „მისიონერების“ ფონდი. ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა ქველმოქმედება და რაგბის პოპულარიზაცია. ვიზიტის ფარგლებში ფონდის წევრები შეხვდნენ დმანისელ ბავშვებს, მშობლებს და რაგბით დაინტერესებულ საზოგადოებას. შეხვედრაზე ისაუბრეს რაგბის მნიშვნელობასა და მის როლზე თანამედროვე ახალგაზრდების ცხოვრებაში, ასევე მუნიციპალიტეტში რაგბის განვითარების შესაძლო პერსპექტივებზე.
29 ივნისს 21:00 საათზე ააიპ დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის წინ (ღია ცის ქვეშ) გაიმართება საესტრადო სტუდია ,, მიქსის " სოლო კონცერტი.
მიმდინარე წლის 20 ივნისს, ნოდარ დუმბაძის საიუბილეო წლის ფარგლებში, ზინაიდა კვერენჩხილაძის სახელობის დმანისის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში, ნოდარ დუმბაძის მოთხრობების მიხედვით დადგმული სპექტაკლის პრემიერა გაიმართა. სპექტაკლს ესწრებოდა დმანისის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ტატუაშვილი, მერის პირველი მოადგილე ბადრი სუბარი, მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები, ასევე დაინტერესებული დმანისელი საზოგადოება.









