დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

ქვემო ქართლის რწმუნებულმა და დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა ქალებს ქალთა დღესასწაულები მიულოცეს
07 მარ 2019
 

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა და დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი ტატუაშვილმა, დმანისის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ წარმატებულ პედაგოგებს: დარეჯან ფერაძეს, ქეთევან გიორგაძეს, ხათუნა ორქიაშვილსა და განსაკუთრებული საჭიროების მქონე ნორა ანსიანს მიულოცეს დედისა და ქალთა საერთაშორისო დღეები.

პედაგოგები ჩართულნი არიან მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემაში, შესრულებული აქვთ ყველა სავალდებულო აქტივობა და ელოდებიან წამყვანი მასწავლებლის სტატუსს.

ნორა ანსიანმა თავისი ჯამრთელობის მდგომარეობის გამო ვერ მიიღო საშუალო განათლება, მაგრამ მიუხედავად ამისა, დადიოდა სპეციალიზებულ დაწესებულებაში სადაც დაეუფლა სხვადასხვა ხელსაქმეებს, როგორიცაა ქარგვა, ქსოვა, თექის დამუშავება და ფარდაგის ქსოვა, მის ნამუშევრებს მიუღიათ მონაწილეობა რაიონულ და ქალაქ გარეთ გამართულ გამოფენებში. 
ნორა თავის გამოცდილებას ბავშვებსაც უზიარებს და სიამოვნებით ასწავლის მათ.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2634
 
 
 
სიახლეები
 

    2025 აპრილი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    123456
    78910111213
    14151617181920
    21222324252627
    282930
     
    სიახლეები