შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის და გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრი "112"-ის თანამშრომლებმა დღეს დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში საინფორმაციო სახის შეხვედრა გამართეს.
ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა შეხვედრის მონაწილეებს ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგია და მსხვერპლის დაცვის მექანიზმები, ასევე, ამ მიმართულებით განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები გააცნეს.
შეხვედრებზე ოჯახური დანაშაულის, ქალთა მიმართ ძალადობის და დისკრიმინაციული მოტივით ჩადენილი დანაშაულის პრევენციის მექანიზმებსა და აღნიშნულ დანაშაულებზე ეფექტიანი რეაგირების მეთოდებზე ისაუბრეს.
"112"-ის წარმომადგენელმა დამსწრე საზოგადოებას ინფორმაცია მიაწოდა ქვეყანაში მოქმედი გადაუდებელი დახმარების ერთიანი ნომრის - 112-ის და ცენტრის ინოვაციური სერვისის - მობილური აპლიკაციის შესახებ, რომლის მთავარ უპირატესობას ადგილმდებარეობის განსაზღვრა წარმოადგენს. აპლიკაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქციაა "SOS - ჩუმი განგაში". ისეთ სიტუაციებში, როდესაც მომხმარებელს საუბარი არ შეუძლია და ზარის განხორციელებით შეიძლება საფრთხე შეექმნას, მას შეუძლია გამოიყენოს "SOS - ჩუმი განგაშის" ფუნქცია, მაგალითად, ოჯახური ძალადობის, გატაცების, ყაჩაღობის დროს ან სხვა მსგავს გადაუდებელ შემთხვევებში და დახმარება ითხოვოს.
შეხვედრებს ესწრებოდნენ თვითმმართველობის თანამშრომლები და ადგილობრივი მოსახლეობა.
შეხვედრების დასასრულს დისკუსია გაიმართა.
დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს.
მიმდინარე წლის 01 დეკემბერს ქ.დმანისისის N3 საჯარო სკოლის სპორტულ დარბაზში „სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2019“_ის მუნიციპალური ეტაპის ფარგლებში ჩატარდა ტურნირი ფრენბურთში, სადაც ერთმანეთს დაუპირისპირდნენ დმანისის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების გუნდები.
22 ნოემბერს, ქალაქ რუსთავის ისტორიულ მუზეუმში, რუსთავისა და ქვემო ქართლის მხატვართა გაერთიანება ,,გამა“-ს წევრთა ნამუშევრების ალბომის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის მოადგილე კახა კობერიძე, ქალაქის მერი ირაკლი ტაბაღუა, ადგილობრივი თვითმმართველობების ხელმძღვანელი პირები, კულტურის სფეროს წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ. ორენოვანი ალბომი ქვემო ქართლის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციის ინიციატივითა და რეგიონის მუნიციპალიტეტების აქტიური მხარდაჭერით დაიბეჭდა. ღონისძიების ფარგლებში სტუმრები მხატვრების მიერ საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილ ექსპოზიციას გაეცნენ.
22 ნოემბერს დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის ,,ქალთა ოთახში" ჩატარდა ,,დმანისის მუნიციპალიტეტის შეზღდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს" მორიგი სხდომა.
საბჭოს წევრრმა ინფასტრუქტურის სამასხურის უფროსმა ლევან მანთაშაშვილმა დამსწრე საზოგადოებას გააცნო ინფორმაცია 2019 წლის პროექტებზე, სადაც ყველა ობიექტის მშენებლობა რეაბილიტაციისას გათვალისწინებულია შშმ პირებისათვის პანდუსების და სველი წერტილების მოწყობა.
სხდომას ესწრებოდა საბჭოს შშმ წევრი გიორგი დოლიაშვილი, რომელმაც გამოთქვა ინიციატივა, რომ იქნებ შეხვედრა გაიმართოს იმ პირთათვის, ვისაც სურვილი ექნება საკუთარი ფიზიკური თუ გონებრივი რესურსის გამოვლენა მოახდინონ და ჩაერთონ სხვადახსხა სახის ღონისძიებებში, რაზეც სრული მხარდაჭერა მიიღო საბჭოს წევრებისაგან და ინიციატივის განოხრციელებას მერიის კულტურის, ახალგაზროდბის, ძეგლთა დაცვის და სპორტის სამსახური გაუწევს.
სხდომაზე დამსწრე საზოგადოება გაეცნო მიმდინარე წელს სხვადასხვა ორგანიზაციებიდან მიღებულ ინფორმაციებს, რომლებიც ასევე სამომავლოდ გეგმავენ შშმ პირთა გააქტიურებას როგორც ქვეყნის მასშტაბით, ასევე რეგიონულ დონეებზე.
სხდომას ორგანიზება გაუწია მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურმა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა, დმანისის მუნიციპალიტეტს ტყის ხანძრის ახალი მანქანა გადაცსა.
დღეს დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ სხდომა გამართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გუსეინ ისმაილოვი უძღვებოდა.
სხდომამ განიხილა დღის წესრიგით გათვალისწინებული სამი საკითხი,
დმანისის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის განხილვა,
დადგენილება : ,,დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ ‘’ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 24 ნოემბრის №35 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე,
განკარგულება: დმანისის მუნიციპალიტეტის მერის მიერ უძრავი ქონების (არასასოფლო - სამეურნეო) დანიშნულების მიწის ნაკვეთის პირდაპირი განკარგვის წესით, აღნაგობით სარგებლობის უფლებით გაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ.
სხდომამ სამივე საკითხზე დადებითი გადაწყვეტილება მიიღო.
http://dmanisi.gov.ge/files/uploads/ბიუჯეტი 2019 წლის.pdf
http://dmanisi.gov.ge/files/uploads/ბრძანება 2019 წლის ბიუჯეტის გამოქვეყნების შესახებ.pdf
http://dmanisi.gov.ge/files/uploads/პრიორიტეტის დოკუმენტი 2019წ..pdf
2004 წლიდან, ყოველწლიურად, 14 ნოემბერს დიაბეტის მსოფლიო ფონდი დიაბეტის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით მსვლელობას აწყობს. ნებისმიერ მსურველს ნებისმიერ ქვეყანაში ეძლევა შესაძლებლობა თავის ქვეყანაში ჩაერთოს და მიიღოს მონაწილეობა მსვლელობაში.
2014 წლიდან საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებაც შეურთდა ამ მსოფლიო წამოწყებას და წელსაც, ტრადიციულად 14 ნოემბერს საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ გლობალური კამპანიის ფარგლებში ჩაატარა საგანმანათლებლო სესიები და მოაწყო მსვლელობა დმანისის მუნიციპალიტეტში სლოგანით „ერთად გადავდგათ ნაბიჯი დიაბეტის დასამარცხებლად“.
"ეს ღონისძიებები მიზნად ისახავს დიაბეტის პრევენციის, მართვის და ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობის შესახებ ცოდნის ამაღლებას. მსვლელობის დროს სწჯს მოხალისეებმა გაავრცელეს საინფორმაციო მასალა, დიაბეტის რისკ ფაქტორების, პრევენციის შესახებ და შეეცადნენ, რაც შეიძლება ბევრმა ადამიანმა გაიაზროს დიაბეტის წინააღმდეგ გაერთიანების და რაც მთავარია ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობა" - აღნიშნა პროგრამის ხელმძღვანელმა მზია დევნოზაშვილმა.
საქართველოს სამოყვარულო ლიგის ჩემპიონატში, ტრადიციულად წელსაც ჩაერთო დმანისის მუნიციპალიტეტი!
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში საჯარო მოხელის სამუშაოს შეფასების მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება GIZ-ის, შპს ფრაისუოთერჰაუსკუპერს საქართველოს (PwC) და საჯარო სამსახურის ბიუროს თანამშრომლობით, დღეს დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში სამუშაო შეხვედრების მეორე ეტაპი გაიმართა.
შეხვედრის თემა შეეხებოდა უკუკავშირის თემატიკას და თანამშრომლებთან კომუნიკაციის საკითხებს
მიმდინარე წლის 4 ნოემბერს სულხან-საბა ორბელიანის დაბადების დღეზე, ზიაიდა კვერენჩხილაძის სახელობის დმანისის პროფესიულმა სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, დმანისში საიუბილეო წლის მთავარი ღონისძიებები გამართა.
ააიპ დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ფოიეში წარმოდგენილი იყო სულხან-საბა ორბელიანის ლიტერატურული მუზეუმის ექსპონანტები. მუზეუმის თანამშრომლებმა გააკეთეს მოკლე მიმოხილვა სულხან-საბა ორბელიანის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ.
სცენაზე სულხან-საბა ორბელიანის ნაწარმოების მიხედვით დადგმული სპექტაკლი ,,სიბრძნე სიცრუისა“ გათამაშდა. რეჟისორი: თამარ ხიზანიშვილი.
სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში მიმდინარე წლის 3 ნოემბერს მაგიდის ჩოგბურთში ტურნირი გაიმართა.
გოგონებს შორის გამარჯვება მოიპოვა სოფელ კამარლოს საჯარო სკოლის გუნდმა, ხოლო ვაჟებს შორის სოფელ განთიადის საჯარო სკოლის გუნდმა.
გამარჯვებულ გუნდებს მერიის სახელით თასები გადაეცათ.
კახა ოქრიაშვილი გამოდის ინიციატივით, რომლის მიხედვით, “მაღალმთიანის“ სტატუსის გარეშე დარჩენილი სოფლები კანონით გათვალისწინებული შეღავათებით მაინც ისარგებლებენ
დმანისისა და წალკის მაჟორიტარის კახა ოქრიაშვილის ინიციატივით, “მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ კანონში ცვლილებები შედის.
კანონის მოქმედი რედაქციით, მაღალმთიანის სტატუსის მიღება ხუთი კრიტერიუმის დაკმაყოფილების შედეგადაა შესაძლებელი. მაჟორიტარის ინიციატივის გათვალისწინებით კი, მთავრობას ენიჭება უფლებამოსილება განსაკუთრებულ შემთხვევებში, ზღვის დონიდან შესაბამის სიმაღლეზე მდებარეობის მიუხედავად, დასახლებას მაღალმთიანის სტატუსი მიანიჭოს. საკანონმდებლო ინიციატივის საფუძველზე დაგეგმილი ცვლილების მიხედვით, განსაკუთრებული შემთხვევების ჩამონათვალს საქართველოს მთავრობა თავად განსაზღვრავს.
ინიციატორის განმარტებით, ცვლილებების აუცილებლობა მსგავსი გეოგრაფიული თუ დემოგრაფიული პირობების მქონე სოფლებს შორის შექმნილმა უთანასწორობამ გამოიწვია. კერძოდ, დმანისის მუნიციპალიტეტის 58 დასახლებული პუნქტიდან 49 დასახლებას მაღალმთიანის სტატუსი აქვს, ხოლო დარჩენილ ცხრას, რომელთაგან ზოგიერთის მდებარეობა უმნიშვნელოდ განსხვავდება სტატუსის მქონე სოფლებისგან, მაღალმთიანი დასახლების სტატუსი არ გააჩნია. შესაბამისად, ქალაქი დმანისი და დმანისის მუნიციპალიტეტის სოფლები ტნუსი, ქცია, დიდი დმანისი, პატარა დმანისი, ვარდისუბანი, იაღუფლო, მაშავერა და პანტიანი ვერ ახერხებენ კანონით გათვალისწინებული სოციალური, საგადასახადო და სახელფასო დანამატებითა და შეღავათებით სარგებლობას.
“შექმნილ ვითარებას უსამართლობად მიიჩნევს ადგილობრივი მოსახლეობაც. დმანისის მუნიციპალიტეტის დასახლებული პუნქტების გარდა, ანალოგიური პრობლემის წინაშე დგას სხვა მუნიციპალიტეტების არაერთი დასახლებული პუნქტიც“, - აცხადებს კახა ოქრიაშვილი.
კანონპროექტი პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომაზე წარედგინება.
ბოსლების საჯარო სკოლაში შემოდგომის ფესტივალი გაიმართა! სკოლის აღსაზრდელებმა, წარმოადგინეს მხატვრულ ლიტერატურული კომპოზიცია, შემოდგომის თემაზე.
მიმდინარე წლის, 30 ოქტომბერს, საფინანსო ანალიტიკური სამსახურის მიერ, ჩატარდა ტრენინგი, რომელიც მიზნად ისახავს, დმანისის მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში არსებული ააიპ- იების საქმისწარმოების ავტომატიზირებულ სისტემაზე (e document) გადაყვანას.
მიმდინარე წლის, 30 ოქტომბერს, დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში, ქვემო ქართლის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების წარმომადგენლებისთვის, ჩატარდა ტრენინგი კაპიტალური ინვესტიციების დაგეგმვის საკითხებზე.
დმანისის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტები გრძელდება ! სოფელ ვარდისუბანში სარიტუალო დარბაზის ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
დმანისის მუნიციპალიტეტსა და შპს "Geocommerce"-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, დაიწყო დმანისის მუნიციპალიტეტში, სოფ: დალარის მისასვლელ გზაზე არსებული ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები.
20-21 ოქტომბერს ქალაქ თბილისში საერთაშორისო ტურნირი გაიმართა კიკბოქსინგში. ტურნირში მონაწილეობა დმანისის ააიპ ომარ მუმლაძის სახელობის სპორტული სკოლის აღსაზრდელებმა მიიღეს.
"ტურნირი შემდეგი შედეგით დასრულდა: გიორგი მარტიაშვილი პირველი ადგილი, რავილ აბდურახმანოვი პირველი ადგილი, ლუკა ავალიშვილი, ემილ ნაბიევი და საბა მარტიაშვილი მეორე ადგილებს დასჯერდნენ“
- ისაუბრა გუნდის მწვრთნელმა ლერი ავალიშვილმა.







