დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
2018-12-28

მიმდინარე წლის 27 დეკემბერს ქალაქ თბილისში, ძიუდოს აკადემიაში გაიმართა საქართველოს ჩემპიონატი ძიუდოში დიდებს შორის.

ტურნირში იასპარეზა დმანისელმა ბაგრატ ნინიაშვილმა, რომელმაც დაიკავა მესამე ადგილი.

აღსანიშნავია, რომ ბაგრატ ნინიაშვილი არის ევროპის და მსოფლიოს მრავალგზის პრიზიორი და ვიცეჩემპიონი, ასევე დიდებში ანტალიის გრამპრის ჩემპიონი.

ვრცლად
2018-12-31

31 დეკემბერს, 22:15-საათზე, დმანსიის მუნიციპალიტეტის ცენტრალურ სკვერში, მთავარი საახალწლო ღონისძიება გაიმართება. 

შეკრებილი საზოგადოების საახალწლო განწობაზე ადგილობრივი შემსრულებლები იზრუნებენ.

მოსახლეობას ახალ წელს მიულოცავს დმანისი მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ტატუაშვილი.

კონცერტი გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდება.

•,,დავლურ-ქართული“. ხალხური საკრავების სტუდია 

•,,მრავალჟამიერ მამულო ჩემო“ . სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება 

•ცეკვა - ,,ქართული“ - ხალხური ცეკვის სტუდია. 

•ინტერნაციონალური ანსამბლი ,,დმანისური აისი“

•,,გილოცავთ „ 

•,,ახალი წელი“ 

•2018 წლის დმანისის გამორჩეული ადამაინების დაჯილდოვება ( სპორტსმენები) 

•ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,მართვე“ . ცეკვა - ,,ნაბდური“

•ფოლკლორული ანსამბლი ,,ირინოლა“ :

•,,კირია ლესა“ .

•,,ორიდილა“ 

•,,ალილო“

•საესტარდო სტუდია. სიმღერა - ,,მოწყენილი სახეები“ - ლიზი მურჯიკნელი ; სალომე დევნოზაშვილი.

•საჯარო სკოლის მედალოსნების დაჯილდოვება. 

•ფოლკლორული ანსამბლი ,,შგარიდა“ :

•,,მრავალჟამიერი“ 

•,შეხე აბრამ“

•,,საახალწლო“- სალომე სიმონიშვილი–საესტრადო სტუდია 

•ხალხური ცეკვის სტუდია -ცეკვა - ,,ნარნარი“. 

•2018 წლის დმანისის გამორჩეული ადამიანების დაჯილდოვება( ხელოვანები)

•,,პოპური“ - სამეჯლისო ცეკვის სტუდია 

•,,გილოცავთ“ - ლილია ჭიაბრიშვილი 

•ცეკვა - ,,აჭარული“- ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,მართვე“ 

•2018 წლის ნაბოლარა ახალშობილის დაჯილდოვება 

•საგალობლების სტუდია:

•,,ალილო“ 

•,,მრავალჟამიერი“

ვრცლად
2018-12-27

მიმდინარე წლის 26 დეკემბერს დმანისის საგანმანათლებლო ცენტრში საახალწლო ზეიმი და კინოჩვენება გაიმართა. კინოჩვენების შემდეგ აზერბაიჯანის რესპუბლიკის ნავთობის კომპანიის წარმომადგენლობამ დმანისის საგანმანათლებლო ცენტრის ყველა მოსწავლეს (189 მოსწავლეს) საჩუქრები გადასცა.

დმანისის საგანმანათლებლო ცენტრის ხელმძღვანელი დიანა კარალოვა მადლობას უხდის კომპანია "სოკარს" და მის წარმომადგენელს მახირ მამედოვს.

ვრცლად
2018-12-26

25 დეკემბერს, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, დმანისის მუნიციპალიტეტში საზოგადოებრივი ცენტრი გახსნა.

ღონისძიებას ღონისძიებას საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონული განვითარების საკითხებში, სოზარ სუბარი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, შოთა რეხვიაშვილი, პარლამენტში დმანისისა და წალკის მაჟორიტარი დეპუტატი, კახაბერ ოქრიაშვილი, მუნიციპალიტეტის მერი, გიორგი ტატუაშვილი, ადგილობრივი თვითმაართველობის წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ. 

თეა წულუკიანმა საზოგადოებრივი ცენტრი დმანისში მცხოვრებ შშმ პირის სტატუსის მქონე გიორგი დოლიაშვილთან ერთად გახსნა. მინისტრმა მას საქართველოს მოქალაქის პასპორტი მიმდინარე აქციის ფარგლებში უფასოდ გადასცა. აქცია შშმ პირებისათვის უფასო პირადობის მოწმობებზე თეა წულუკიანის ინიციატივით 10 დეკემბერს გამოცხადდა და ის 11 იანვრამდე გრძელდება.

საზოგადოებრივი ცენტრის მუშაობა მოსახლეობას საშუალებას აძლევს, საჯარო და კერძო სექტორის 200-ზე მეტი სერვისით ისარგებლოს, კერძოდ: სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (მაგ., აიღოს პირადობის დამადასტურებელი საბუთი, დაარეგისტრიროს ქორწინება და ა.შ.), საქართველოს ეროვნული არქივის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და სოციალური მომსახურების სააგენტოს სერვისებით. საზოგადოებრივი ცენტრები საჯარო და კერძო სექტორის წარმატებული თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითია. ცენტრებში განთავსებულია კერძო კომპანიების − „მაგთიკომის“ და „ლიბერთი ბანკის“ − ფილიალები, რაც პენსიონერებს საშუალებას აძლევს, ქალაქიდან გაუსვლელად აიღონ პენსია. მოსახლეობას შეუძლია, ასევე, ცენტრებში 24-საათიანი უკაბელო უფასო ინტერნეტითა და სკაიპის ოთახით ისარგებლოს. გარდა ამისა, იუსტიციის მინისტრის გადაწყვეტილებით, ყველა ახალგახსნილ საზოგადოებრივ ცენტრში პრობაციონერებს პრობაციის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი მოემსახურება.

სახელმწიფო და კერძო სექტორის სერვისების მიღების გარდა, დმანისის მოსახლეობას საზოგადოებრივ ცენტრში შეუძლია, ისარგებლოს უახლესი ტექნიკით აღჭურვილი ბიბლიოთეკით, სადაც ელექტრონულ წიგნებთან ერთად ბეჭდური გამოცემებიცაა. ბეჭდური და ციფრული ბიბლიოთეკა, უფასო ინტერნეტი მოზარდებსა და ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს, სწავლების თანამედროვე მეთოდების გამოყენებით შეიძინონ ცოდნა. ინტერნეტის მეშვეობით მათ შეუძლიათ, მიიღონ მათთვის საჭირო და საინტერესო უახლესი ინფორმაცია ამა თუ იმ საკითხზე, რის შესაძლებლობასაც ისინი მანამდე მოკლებული იყვნენ.

ბიბლიოთეკაში მოწყობილია საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა სახელწოდებით „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა“. გამოფენაზე წარმოდგენილია საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული ფოტოდოკუმენტური მასალების ასლები, რომლებიც 1918-21 წლების მნიშვნელოვან მოვლენებს ასახავს. ამჟამად მთელი ქვეყნის მასშტაბით, დმანისის ცენტრის გარდა, თანამედროვე სტანდარტების 58 საზოგადოებრივი ცენტრი მოქმედებს. იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის გადაწყვეტილებით, ე.წ .საოკუპაციო ხაზის გასწვრივ შენდება საზოგადოებრივი ცენტრები, რათა ოკუპირებულ ტერიტორიებზე და მის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობას სახელმწიფოსთან კონტაქტი გაუადვილდეს.

დღეისათვის მთელი საქართველოს მასშტაბით ცენტრები ფუნქციონირებს 10 რეგიონის 40 მუნიციპალიტეტში.

ღონისძიების ფარგლებში, საზოგადოებრივი ცენტრის საქმიანობისა და ფუნქციების შესახებ სახალისო ვიქტორინა ჩატარდა, გახსნის ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ კი, საზეიმო კონცერტი გაიმართა.

ვრცლად
2018-12-25

ნაძვის ხის ანთებამდე დმანისელებისთვის კონცერტი გამართა ა(აიპ) დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრთან არსებულმა საგალობლებისა და საესტრადო სტუდიებმა. ნაძვის ხის ანთების შემდეგ ცეკვის კარაოკე გაიმართა. გამოვიდა სანახაობრივად ლამაზი და შთამბეჭდავი საღამო, რომელმაც ამაღლებული წინასაახალწლო განწყობა შექმნა მუნიციპალიტეტში. 

ვრცლად
2018-12-24

მიმდინარე წლის 20-21 დეკემბერს, ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით გაიმარტა ტრენინგი ,,გენდერული თანასწოორბის სამოქმედო გეგმის ხელშეწყობა’’, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ქვემო ქართლის რეგიონის ოთხი მუნიციპალიტის: დმანისი, გარდაბანი, წალკა, რუსთავი - მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებმა, მუნიციპალიტეტების გენდერული თანასწორობის სობჭოს წევრებმა და ამ საკითხებზე პასუხისმგებელმა პირებმა მერიაში.

ტრენიგნის მიზანს წარმოადგენდა, გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრების ცნობიერების ამაღლება სამოქმედო გეგმის ეფექტურად შესასრულებლად, გენდერული თანასწორობის, ქალთა უფლებების, ეროვნული და საერთაშორისო ვალდებულებების, გენდერული ბიუჯეტირებისა და სტატისტიკის საკითხებზე. ტრენინგი ჩატარდა ქალთა საინფორმაციო ცენტრის მიერ, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და შვედეთის მთავრობის ხელშეწყობით, გაეროს ერთობლივი პროექტის ,, ადგილობრივ დონეზე დეცენტრალიზაციისა და კარგი მმართველობის ხელშეწყობა " ფარგლებში.

ვრცლად
2018-12-24

დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს ბიო სწავავი ,,ბრიკეტით" მარტოხელა პენსიონერი პირების და უკიდურესად გაჭირვებული მოსახლეობის მომარაგება

აღნიშნული ბიო საწვავი "ბრიკეტი", ამ ეტაპისთვის 110 ბენეფიციარს გადაეცემა

ვრცლად
2018-12-24

მიმდინარე წლის, 21 დეკემბერს, დმანისის მერიის საკონფერეციო დარბაზში გაიმართა შეხვედრა სტუდენტებთან ,,ტრანსპორტით მომსახურების 2019 წლის პროგრამის" განხილვასთან დაკავშირებით.

ვრცლად
2018-12-21

20 დეკემბერს, უცნობი ქართველი რეპრესირებული მოდერნისტი პოეტის, ვანლერ დაისელის-ივანე ბაბუაძის წიგნის „მზის სისხლის“ პრეზენტაცია გაიმართა.

ვრცლად
2018-12-21

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, ილია ბეგიაშვილი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულთან, შოთა რეხვიაშვილთან ერთად, რეგიონის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებსა და ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებს შეხვდა.

ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, სამუშაო შეხვედრაზე, დიალოგის რეჟიმში იმსჯელეს, 2019 წელს დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროეტებზე, პრიორიტეტულ მიმართულებებსა და სფეროში არსებულ საჭიროებებზე.

ვრცლად
2018-12-21

მიმდინარე წლის 4-5 დეკემბერს, ქ. თბილისში ჩატარდა საქართველოს რეზერვის მზადების ეროვნული ცენტრის ღია პირველობა ძიუდოში.

ვრცლად
2018-12-20

მიმდინარე წლის, 20 დეკემბერს, დმანისის მუნიციპალიტეტს, აშშ-ის საელჩოსგან, მუნიციპალიტეტის ტერიტორიის კეთილმოწყობისა და საინჟინრო ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის, გრანტის სახით, გადმოეცა 94,370.00 აშშ დოლარის ღირებულების სატრანსპორტო საშუალება – გრეიდერი.

გრედიერის გადმოცემის ცერემონიას ესწრებოდა აშშ-ს საელჩოს თბილისში წარმომადგენელი ორმხრივი ურთიერთობების ოფიცერი მაიორი კვენტინ თ. დოლი, ასევე შემოსავლების სამსახუს საბაჟო დეპარტამენტის გაფორმების ეკონომიკური ზონა "თბილისის" ლოჯისტიკის სამმართველოს მებაჟე-ოფიცერი პაატა ცერცვაძე.

შეხვედრაზე იმყოფებოდა დმანისის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ტატუაშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ დმანისის მუნიციპალიტეტი, მდებარეობს მაღალმთიან ზონაში, სადაც 58 დასახლებული პუნქტიდან 49 დასახლებულიპუნქტი არის მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მქონე, მოახლოებულია ზამთრის სეზონი, რა დროსაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მოსალოდნელი ნალექებისაგან დაზიანებული გზების დაუყოვნებლივ გაწმენდითი სამუშაოების ჩატარება, როგორც წვიმის დროს ასევე დიდთოვლობის პერიოდში

აღნიშნული სახის ტექნიკის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებობა, წარმოადგენს გზებზე არსებული გადაუდებელი პრობლმებზე დაუყოვნებლივი რეაგირების ეფექტურ საშუალებას.

ვრცლად
2018-12-20

მიმდინარე წლის 20 დეკემბერს, დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში, ა(ა)იპ „სოციალური პროგრამებისა და განვითარების ცენტრის“ წამომადგენლება შეხვედრა გამართეს,  დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უმეთვალყურეოდ დარჩენილი ცხოველების (კატა/ძაღლი) მაქსიმალურად მიახლოებული ჯამური რაოდენობის განსაზღვრის კვლევის ჩატარების თაობაზე.

ვრცლად
2018-12-20

მიმდინარე წლის 15-16 დეკემბერს,  ქ.ბოლნისში ჩატარდა  2008 წელს, საქართველოს მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპული,  საბა დადვანის ხსოვნისადმი მიძღვნილი საერთაშორისო ტურნირი ჭიდაობა ძიუდოში.

ვრცლად
2018-12-20

დმანისის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა, ქალაქ დმანისის ადმინისტრაციულ ერთეულში ემზარ პეტრიაშვილმა,  სოფელ ვაკეში, ამამლოში, გომარეთში და ბოსლებში მცხოვრებ ბენეფიცარებს გადაადგილებისათვის დამხმარე ეტლები გადასცა.

ვრცლად
2018-12-20

დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაკეში გაზიფიცირების სამშენებლო-სამონტაჟო  სამუშაოები მიმდინარეობს

პროექტს შპს "სოკარ ჯორჯია გაზი" ახორციელებს.

ვრცლად
2018-12-19

დმანისის მუნიციპალიტეტის მერია გილოცავთ ნიკოლოზობას!

ვრცლად
2018-12-10

10 დეკემბერს, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის გუბერნატორის ადმინისტრაციაში, სამხარეო-საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც ტრადიციულად მხარის გუბერნატორი, შოთა რეხვიაშვილი უძღვებოდა.სხდომას გუბერნატორის მოადგილეები, ზვიად ჭუნაშვილი, კახა კობერიძე, ზაურ დარგალი და მუნიციპალიტეტების მერიისა და საკრებულოს ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

საბჭოს წევრებმა, დღის წესრიგით გათვალისწინებული რამდენიმე საკითხი განიხილეს. საუბარი შეეხო 2018 წელს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსებულ სამუშაოებს და რეგიონული განივითარების სტრატეგიის 2019-2021 წლების სამოქმედო გეგმას.

ვრცლად
2018-12-07

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის მოადგილე, კახა კობერიძე რუსთავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, დაგროვებითი საპენსიო რეფორმის შესახებ, საინფორმაციო შეხვედრას დაესწრო.

ადგილობრივი თვითმმართველობების, არასამთავრობო ორგანიზაციების და რეგიონული მედიის წარმომადგენლებს, საპენსიო სააგენტოს დირექტორმა ლევან სურგულაძემ და სააგენტოს წარმომადგენლებმა, რეფორმის მნიშვნელობასა და უპირატესობებზე ისაუბრეს და მოსახლეობის სარგებელზე გაამახვილეს ყურადღება. შეხვედრა დიალოგის რეჟიმში წარიმართა და თემით დაინტერესებულმა პირებმა მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხები უშუალოდ საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელი პირებისგან მიიღეს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში ინერგება ე.წ. სამსვეტიანი საპენსიო სისტემა, რომლის ფარგლებშიც მოხდება წლების განმავლობაში მონაწილის მიერ გამომუშავებული ხელფასის პროპორციული თანხების დაგროვება ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე და გაცემა შესაბამისი ასაკის მიღწევის შემდეგ.

ფინანსური ხარჯებისა და სარგებლის შედარების საფუძველზე საუკეთესო ალტერნატივას ნაწილობრივ სავალდებულო 2%+2%+2% სისტემა წარმოადგენს.

ვრცლად
2018-12-07

დღეს, ა(აიპ) დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ფოიეში კონკურსი გაიმართა თემაზე "საშობაო კალენდარი". 
აღნიშნულ კონკურსში ჩართული იყვნენ საჯარო სკოლების პირველი საფეხურის მოსწავლეები.
მოწონებული "კალენდარი" - ს ავტორი N 1 საჯარო სკოლა გამოვლინდა ფარული კენჭისყრით, რომელიც დაჯილდოვდა აკვარიუმით თევზებთან ერთად. ღონისძიების ფარგლებში, დამსწრე საზოგადოებამ მოისმინა ინფორმაცია თემაზე "გერმანელები დმანისში".

ვრცლად
 

    2025 აპრილი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    123456
    78910111213
    14151617181920
    21222324252627
    282930
     
    სიახლეები