მიმდინარე წლის 18 თებერვალს, დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში მერის თანამშრომლებსა და შპს "სითი ართ დეის" - წარმომადგენლებს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
მხარეებმა იმსჯელეს დმანისის მუნიციპალიტეტში ტურისტული ობიექტების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების შესახებ. აღნიშნული მომსახურების ღირებულება შეადგენს 24 780 ლარს.
კომპანია შპს "სითი ართ დეისი" ვალდებულია ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურება განახორციელოს ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 კალენდარულ დღეში.
შეხვედრას ესწრებოდა დმანისის მუნიციპალიტეტის მერი - გიორგი ტატუაშვილი თანამშრომლებთან ერთად, არქიმანდრიტი დიონისე გვიმრაძე და შპს "სითი ართ დეის" თანამშრომლები.
19 თებერვალს, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, კომპანიონ ცხოველთა ქვემო ქართლის ინტერმუნიციპალური თავშესაფარის კონცეპტუალური პროექტის შესახებ იმსჯელეს.
სახელმწიფო რწმუნებულის, შოთა რეხვიაშვილისა და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირების წინაშე სპეციალური პრეზენტაცია წარადგინეს „სოციალური პროგრამებისა და განვითარების ცენტრის“ ხელმძღვანელმა, სოფიო ბეროშვილმა და პროექტების მართვის მენეჯერმა, ლაშა გეგეჭკორმა.
საუბარი შეეხო რეგიონში მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფრის მშენებლობისა და საქმიანობის განსახორციელებლად შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობის საჭიროებას.
აღსანიშნავია, რომ ქვემო ქართლის ინტერმუნიციპალური თავშესაფრის მშენებლობა მიმდინარე წელს დაიწყება, რომელსაც საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი დააფინანსებს.
დმანისის მუნიციპალიტეტში დღეს 2019 წლის საგაზაფხულო გაწვევა დაიწყო, რომელიც ეტაპობრივად გაგრძელდება ივნისის ბოლომდე.
გამწვევ კომისიაზე წარმოდგენილი იქნა 15 წვევამდელი.
დმანისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ არიფ სულეიმანოვმა, სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვეული ახალგარდები პირადად გააცილა და მადლობა გადაუხადა სამშობლოს სამსახურში ჩადგომისათვის.
მიმდინარე წლის 14 თებერვალს დმანისის მუნიციპალიტეტში მედია ტური "ეროვნული და რეგიონული მედია" გაიმართა. მედია ტურის ფარგლებში ჟურნალისტები მერიის საკონფერენციო დარბაზში მერიისა და Wash-ის საბჭოების წარმომადგენლებს შეხვდნენ.
მედია ტურის მიზანია წყლის, სანიტარიისა და ჰიგიენის შესახებ მედიის როლის გაზრდა ადამიანის უფლებების მიმართულებით წყლის, სანიტარიისა და ჰიგიენის საკითხების გაშუქების პროცესში.
მედია ტურის ორგანიზატორები არიან: CENN, ევროკავშირისა და New World Program– ის მიერ დაფინანსებული პროექტების: „წყალი სიღარიბის აღმოსაფხვრელად“ და “საქართველოს WASH (წყალი, სანიტარია და ჰიგიენა) სათემო ინიციატივა (GC-WASH)”.
დმანისის მუნიციპალიტეტის მერია გილოცავთ მირქმას!
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს, 15 თებერვალს, მირქმის, ანუ უფლისადმი მიგებების დღესასწაულს აღნიშნავს. ის უფლის 12 დღესასწაულთა შორის ერთ-ერთი უდიდესია.
ქალაქ დმანისის, კომპანიის ბალანსზე არსებული 12 სოფლისა და დამატებით 7 სოფლის წყალმომარაგების სისტემების რეაბილიტაცია-მშენებლობის საპროექტო მომსახურების შესყიდვის "ორმოცწყარო მაშავერა" პროექტირებგა დაიწყო.
ტენდერში გამარჯვებული კომპანიაა მუნიციპალპროექტი.
მიმდინარე წლის 16 იანვარს, ქალაქ დმანისში ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებული ორი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის სახურავის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
შეხვედრაზე იმყოფებოდნენ, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის ხელმძღვანელი და თანამშრომლები, ასევე დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარმომადგენლები.
შეხვედრაზე საუბარი შეეხებოდა, შშმ პირებთან მიმართებაში, ადრეული სერვისის პროგრამის ოპერირებისთვის ( 0 დან 6 წლამდე) საჭირო ხარჯების გამოყოფასა და კადრების გადამზადებას..
შეიქმნება მუნიციპალიტეტის და განმხორციელბელი ორგანიზციის წარმომადგენლების მონაწილეობით სამუშაო ჯგუფი, რომელიც შეიმუშავებს კრიტერიუმებს და შეარჩევს კადრებს
"მარნეულში წარმატებული პრაქტიკისა და საერთაშორისო გამოცდილების( ავსტრია) გათვალისწინებით მზად ვართ განვახორციელოთ სერვისი კიდევ დამატებით ოთხ მუნიციპალიტეტში ( ესაა წალკა, თეთრიწყარო, დმანისი, გარდაბანი). გათვალისწინებულია პროგრამის ერთიანი ადმინისტრირება, რაც გააიაფებს ხარჯებს. ასევე თანადაფინანსების ეტაპობრივი მოპოვება ცენტრალური ბიუჯეტიდან, რაც შეამცირებს მუნიციპალიტეტებისთვის ოპერირების ხარჯებს, საშუალებას მიცემს ახალგაზრდა სპეციალისტებს მობრუნდნენ თავიან რაიონებში და დასაქმდნენ, ადგილობრივ მოსახლეობას კი საშუალებას მისცემს გრძელვადიან პერსპექტივაში ისარგებლოს სერვისით, რაც შეამცირებს მიგრაციის დონეს დედაქალაქში." განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება"-ის დირექტორმა, გუნა ბიბილეიშვილმა.
დმანისის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
ამ ეტაპზე ხერგიანის ქუჩაზე გარე განათების სისტემის მოწყობა დასრულებულია.
გარე განათების სისტემა აღჭურვილია უახლესი სანათებით, რომელიც მუშაობს მზის ენერგიაზე, არ საჭიროებს არანაირ ელექტრო სადენებს, დღის განმავლობაში მზის ენერგიას გარდაქმნის ელექტრო ენერგიად, ავტომატურ რეჟიმში რთავს სინათლეს ღამით, გამოირჩევა ხანგრძლივი მომსახურებით და დაბალი ენერგო მოხმარებით.
გარე განათების სისტემის მოწყობის პროცესი ეტაპობრივად გაგარძელდება და უახლოეს მომავალში ყველა დასახლებულ პუნქტს მოიცავს.
13 თებერვალს, დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში, მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი ტატუაშვილმა ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან, სამუშაო შეხვედრა გამართა.
თათბირზე ისაუბრეს სოფლებში სხვადასხვა მიმართულებით არსებულ მდგომარეობაზე და განიხილეს ის პრობლემური საკითხები, რომლებიც დროულ რეაგირებას საჭიროებს.
მერმა წარმომადგენლებს ადგილობრივების საჭიროებების შესწავლა, მოსახლეობის მიმართვებზე სწრაფი რეაგირება და მათთვის მერიაში მოქმედ პროგრამებზე დეტალური ინფორმაციის მიწოდება დაავალა.
შეხვედრაზე ის ინფრასტრუქტურული პროექტებიც განიხილეს, რომლებიც მუნიციპალიტეტის მასშტაბით ხორციელდება ან იგეგმება.
დმანისის მუნიციპალიტეტის სამ სოფელში გარე განათების სისტემა მოეწყო.
დმანისის მუნიციპალიტეტის სოფლებში: განთიადი იაღუფლო და პანტიანი გარე განათების ახალი ქსელი, ულტრათანამედროვე სანათით მოეწყო. (განთიადი 50, იაღუფლო 33, პანტიანი 39 სანთი)
სამუშაოების წარმოება მიმდინარეობდა ტენდერით გათვალისწინებული და დამკვეთთან შეთანხმებული გეგმა-გრაფიკის შესაბამისად. აღნიშნული სამუშაოების განსახორციელებლად ობიექტზე მობილიზებული იქნა ორგანიზაციის საკუთრებაში მყოფი სხვადასხვა ტიპის ტექნიკა, ხოლო ადგილზე დაქირავებული იქნა მუშახელი სამუშაოების ჩასატარებლად, რომლებსაც ობიექტზე კურირებდნენ და მითითებებს აძლევდნენ კვალიფიციური სპეციალისტები.
პროექტის ჯამური ღირებულება შეადგენს 84476ლარს.
სამუშაოები განახორციელა შპს "ელექტრონი" . აღსანიშვანია, რომ პროცესი ეტაპობრივად გაგარძელდება და უახლოეს მომავალში ყველა დასახლებულ პუნქტს მოიცავს.
მიმდინარე წლის 12 თებერვალს, დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში ააიპ " დამოუკიდებელ ბავშვთა და სტუდენტთა გაერთიანებისა" და "სტუდენტური პარლამენტი"ის წარმომადგენლება, პროექტ "განავითარე შენი რეგიონი- განავითარე შენი ქალაქი" ფარგლებში შეხვედრა გამართეს.
შეხვედრას დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის თანამშრომლები და ხელმძღვანელი ეკატერინე ოქრიაშვილი, დმანისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე არიფ სულეიმანოვი და დმანისის აქტიური ახალგაზრდები ესწრებოდნენ. აღნიშნული პროექტი მიზნად ისახავს, ახალგაზრების გააქტიურებასა და მაქსიმალურ ჩართულობას.
შეხვედრაზე ისაუბრეს ორგანიზაციის სამომავლო გეგმებსა და პროექტებზე, რომლთა განხორციელება 2019 წელს არის დაგეგმილი.
10.02.2019 თბილისში კონტაქტურ კარატეში (კიოკუშინ) საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი ჩატარდა. ჩემპიონატში დმანისის სპორტ სკოლამ მონაწილეობა მიიღო 6 სპორტსმენით, რომლებმაც წარმატებით იასპარეზეს
ფახრატ მამედოვი გახდა საქართველოს ჩემპიონი, დანარჩენებმა კი მესამე ადგილი მოიპოვეს.
გილოცავთ!
10.02.2019, Tbilisidə kontakt karate( kyokuşin) üzrə Gürcüstan çempionatı keçirildi. 6 nəfər idmançı ilə yarışa qatılan Dmanisi idman məktəbinin karate bölməsi yüksək nəticələr göstərdi . Fərhad Məmmədov Gürcüstan çempionu adına, qalan idmançılar fəxri kürsünün 3-cü pilləsinə layiq görüldülər. TƏBRİKLƏR !!! Məşqçi Fərid Suleimanova uğurlar
მიმდინარე წლის 9-10 თებერვალს მარნეულის მუნიციპალიტეტში, საქართველოს ჩემპიონატი ჭაბუკთა შორის ძიუდოში გაიმართა.
ჩემპიონატში ასპარეზობდა დმანისის "ომარ მუმლაძის სახელობის სპორტული სკოლის " აღსაზრდელი სპარტაკ გურჩიანი, რომელმაც 55 კგ წონით კატეგორიაში დაიკავა მეორე ადგილი და საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი გახდა.
აიპ"დმანისის საბიბლიოთეკო სამსახურში" მოეწყო ორი წიგნის პრეზენტაცია:
1"ქვემო ქართლის გულდებულები"-წიგნი,რომელშიც შესულია ქვემო ქართლის მწერლებისა და პოეტების ნაწარმოებები და
2"გამა" - მხატვრების კატალოგი,რომელიც ქვემო ქართლის მხატვრების შემოქმედებაზე გვესაუბრება.
პირველ წიგნში თქვენ შეგიძლიათ იხილოთ სოფ. მაშავერას მკვიდრის მაყვალა სიმონიშვილის, სოფ.დიდ დმანისში მცხოვრებ ნატო მუსხელიშვილისა და ქ.დმანისში მცხოვრებ ლაშა ჩხვიმიანის ლექსები( ზ. კვერენჩხილაძის სახელობის დმანისის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი).
მეორე წიგნში გაეცნობით ააიპ'დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის" ხატვის წრის პედაგოგის ავთანდილ ნარსავიძის შემოქმედებას
პრეზენტაციას არქეოლოგიური საექსპოზიციო დარბაზის ხელმძღვანელი ბატონი ჯუმბერ კოპალიანი, ფილოლოგი ნანა მიქიანი, მერიის განათლების,კულტურისა სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის ხელმძღვანელი და თანამშრომლები, ააიპ"დმანისის სკოლამდელი აღზრდის სამსახურის " ხელმძღვანელი, N1 საჯარო სკოლის დირექტორი, პედაგოგები და აქტიური მკითხველი ბავშვები დაესწრნენ .ღონისძიებაში ჩართული იყვნენ საბიბლიოთეკო სამსახურის თანამშრომლები
ღონისძიების სტუმარმა, მაყვალა სიმონიშვილმა, საკუთარი ლექსები წაუკითხა დამსწრე საზოგადოებას და საკუთარი საბავშვო ლექსების ახლადგამოცემული კრებული გადასცა საჩუქრად. მან აღნიშნული წიგნები ყველა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებას უსახსოვრა.
საბიბლიოთეკო სამსახურმა სიმბოლური საჩუქრები გადასცა ქალბატონ მაყვალა სიმონიშვილსა და ბატონ ავთანდილ ნარსავიძეს.
საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი გამორჩეული ახალგაზრდების მონაწილეობით დმანისის საგანმანათლებლო ცენტრში ჩატარდა, სადაც „დმანისის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა.
ღონისძიებას დმანისის მერის მოადგილე არიფ სულეიმანოვი, მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის წარმომადგენლები ეკატერინე ოქრიაშვილი და სოფიკო ავალიანი,რესურსცენტრის უფროსი ბელა ტატუაშვილი, კომპანია RMG-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი გვანცა ბერძენაძე, სკოლის დირექტორები, მასწავლებლები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებოდნენ.
ღონისძიების დასასრულს, საუკეთესო შედეგების მქონე 9 მონაწილეს კომპანია RMG- მ სიმბოლური საჩუქრები, პირველ სამ ადგილზე გასულ მოსწავლეს კი სპეციალური პრიზები გადასცა.დღევანდელ შეჯიბრში გამარჯვებულმა „დმანისის ეტალონი მოსწავლის“ ტიტული და საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მონაწილეობის უფლება მოიპოვა
ამ წუთებში საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი გამორჩეული ახალგაზრდების მონაწილეობით დმანისის საგანმანათლებლო ცენტრში მიმდინარეობს და მას პროექტის ავტორი გოჩა ტყეშელაშვილი უძღვება. ღონისძიებას დმანისის მერის მოადგილე არიფ სულეიმანოვი, მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის წარმომადგენლები ეკატერინე ოქრიაშვილი და სოფიკო ავალიანი, რესურსცენტრის უფროსი ბელა ტატუაშვილი, კომპანია RMG-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი გვანცა ბერძენაძე, სკოლის დირექტორები, მასწავლებლები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებიან.ინტელექტ-ჩემპიონატის დაწყებამდე გოჩა ტყეშელაშვილმა „2017-2018 სასწავლო წლის დმანისის ეტალონ მოსწავლეს“, ტარიელ პაკელიანს გამარჯვება კიდევ ერთხელ მიულოცა და სკოლის ღირსეული წარმოჩენისთვის ოქროს ფონდის წევრობის დამადასტურებელი დიპლომი გადასცა. მის მშობლიურ დმანისის N1 საჯარო სკოლას კი - დიპლომი „ეტალონი მოსწავლის“ აღზრდისთვის.ღონისძიების დასასრულს, საუკეთესო შედეგების მქონე 9 მონაწილეს კომპანია RMG სიმბოლურ საჩუქრებს, პირველ სამ ადგილზე გასულ მოსწავლეს კი სპეციალურ პრიზებს გადასცემს.შეგახსენებთ, რომ დღევანდელ შეჯიბრში გამარჯვებულს „დმანისის ეტალონი მოსწავლის“ ტიტული მიენიჭება და საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას.„ეტალონი“ 2018-2019 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და „ეტალონ მოსწავლეებს“ადგილზევე გამოავლენს.
5 თებერვალს, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა, სამხარეო-საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა გამართა.
რეგიონისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელმა პირებმა, დეტალურად განიხილეს რეგიონის განვითარების სტრატეგიის 2019-21 წლის სამოქმედო გეგმაში განსახორციელებელი ცვლილებები და დაგეგმილი პრიორიტეტული პროექტები.
სხდომის მიმდინარეობისას, საბჭოს წევრებმა, ქვემო ქართლში, 2018 წელს, შესრულებული ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესახებაც იმსჯელეს.
დმანისის რესურსცენტრში ინოვაციური საგანმანათლებლო პორტალის, izrune.ge-ს პრეზენტაცია გაიმართა. შეხვედრას, რომელსაც თავად პროექტის ავტორი გოჩა ტყეშელაშვილი უძღვებოდა, დმანისის მერის მოადგილე არიფ სულეიმანოვი, რესურსცენტრის უფროსი ბელა ტატუაშვილი, სკოლის დირექტორები და მასწავლებლები ესწრებოდნენ.აუდიტორია izrune.ge-ს საშუალებით შვილების სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა აქტიურ ჩართულობასა და პორტალის მამოტივირებელ მიდგომებს მიესალმება.პროექტში უკვე ჩართული სკოლების წარმატებულმა მენეჯერებმა კოლეგებს Izrune.ge-ს შედეგები და საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს. მათ სასკოლო ცხოვრების გაუმჯობესებაზე ისაუბრეს და Izrune.ge-ს მეშვეობით ენის ბარიერის გადალახვის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი. სახელმწიფო ენის ცოდნა და პატივისცემა კი მოქალაქეობრივი აზროვნების ჩამოყალიბების ერთ-ერთი წინაპირობაა.აღსანიშნავია, რომ დმანისის მერის მოადგილე არიფ სულეიმანოვს თანამოაზრეობისთვის „ეტალონის პირველი ელჩის“ ტიტული მიენიჭა. რესურსცენტრის უფროსი და დირექტორები Izrune.ge-ს ირგვლივ კლასების გაერთიანებასა და დამრიგებელთა როლის ზრდას მიესალმებიან. ისინი მშობლებთან და პედაგოგებთან ერთად იწყებენ ზრუნვას:1. „მეგობრული კლასის“, ანუ ისეთი კლასის ჩამოსაყალიბებლად, რომლის თითოეული მოსწავლეც Izrune.ge-ს წევრია;2. „სუპერ კლასის“, ანუ ისეთი კლასის შესაქმნელად, რომელსაც იზრუნეს ტესტებში უმაღლესი შედეგები აქვს;
დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ირგანჩაიში, გარე განათების ახალი ქსელი 60 ულტრათანამედროვე სანათით მოეწყო, რაც დმანისისთვის სიახლეა.
სამუშაოები მერიის ზედამხედველობით განახორციელა შპს ელექტრონმა 49 116 ლარით.







