დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

გომარეთობა" საზეიმო ვითარებაში აღინიშა
18 ივნ 2019
 

 დღეს სოფელ გომარეთში ტრადიციულად სახალხო ზეიმი ,,გომარეთობა” აღინიშნა, რომელიც ყოველთვის მართლმადიდებლური დღესასწაულის ,,სულთმოფენობის” დღეს11 წელია არქიმანდრიტ დიონისე გვიმრაძის ინიციატივით აღინიშნება.

სახალხო დღესასწაული ადგილობრივ მცხოვრებლებს დმანისის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარმა დეპუტატმა კახაბერ ოქრიაშვილმა, მერმა გიორგი ტატუაშვილმა, სასულიერო პირებმა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა მიულოცეს.

სოფელი გომარეთი ქვემო ქართლის რეგიონის ერთი-ერთი უძველესი ქართული სოფელია, რომელიც ქართული ეკლესია-მონასტრების სიმრავლით გამოირჩევა.

ზეიმი სოფლის შემოსასვლელში მოწვეული სტუმრების დახვედრით და ,,ყეენობის“ ინსცენირებით (სვლა სოფლის ცენტრისკენ) დაიწყო, რომელიც გაგრძელდა დოღით. დოღს ჭიდაობა ჩაენაცვლა, ჭიდაობას ლახტი და მკლავჭიდი.

 დღის განმავლობაში გამართული ასპარეზობების დროს გამოვლინდნენ გამარჯვებულები, რომელთაც დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ტატუაშვილმა დმანისის მაჟორიტარი დეპუტატის კახაბერ ოქრიაშვილისა და მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის სახელით ცხვრები გადასცა.საპატიო გომარეთელებს კი - გომარეთის კულტურის სახლში გამართული ღონისძიების მსვლელობის დროს სიმბოლური საჩუქრები გადასცა.

მოეწყო ბავშვთა ,,ხატვისა და ხალხური რეწვის“ ნამუშევრების გამოფენა. ასევე გამოიფინა ხელნაკეთი ნივთები, თიხის ჭურჭელი, თექის ნამუშევრები და ნაქსოვი აქსესუარები.

,,გემრიელი და მარჯვე ხელები“- წარმოდგენილი იქნა ქართული ტრადიციული სამზარეულოდან კერძები, კულინარიული ნაწარმი და ყველის სახეობები.

აღსანიშნავია, რომ სახალხო ზეიმს შემოუერთდნენ ტურისტული კომპანიები და დამოუკიდებელი გიდები 50 კაციანი დელეგაციით.
 
 
მნახველთა რაოდენობა: 1880
 
 
 
სიახლეები
 

    2025 აპრილი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    123456
    78910111213
    14151617181920
    21222324252627
    282930
     
    სიახლეები