დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენელთა კოორდინაციის განყოფილების უფროსი თემური ზურაბიშვილი, მერის წარმომადგენელი სარკინეთის ადმინისტრაციულ ერთეულში მურაზ მურჯიკნელი შეხვდნენ სოფელ ველისპირის, განახლებისა და სარკინეთის მოსახლეობას.
შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა მოსახლეობისთვის ინფორმაციის მიწოდება, როგორც ადგილობრივი ასევე სახელმწიფო სოციალური პროგრამების შესახებ.
დამსწრე საზოგადოებას ესაუბრნენ ბავშვებისა და ბავშვიანი ოჯახების სოციალური მგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით ბავშვის 10 ლარიანი დანამატის გახუთმაგების შესახებ. ოჯახებს რომელთა სარეიტინგო ქულაც 1000001 - ზე ნაკლებია 2019 წლის იანვრის თვიდან, 16 წლამდე ასაკის წევრზე მიიღებენ 50 ლარიან შემწეობას.
თვასლაჩინო ადგილზე გამოიკრა ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა, ასევე მერიაში მოქმედი სოციალური პროგრამები.
დღეს მსოფლიოში აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღე აღინიშნება. 2007 წლის 18 დეკემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2 აპრილი აუტიზმის შესახებ ინფორმაციის გავრცელების მსოფლიო დღედ გამოაცხადა.
აუტიზმის მსოფლიო დღის აღნიშვნის მიზანია, გაზარდოს საზოგადოების ცნობიერების დონე აუტიზმთან დაკავშირებით. ასევე ხელი შეუწყოს აუტიზმის მქონე ადამიანების ფუნდამენტური უფლებების დაცვასა და რეალიზაციას.
აუტიზმი მიეკუთვნება ნეიროგანვითარებითი დაავადებების ჯგუფს და ხასიათდება სოციალური ურთიერთობების, კომუნიკაციისა და ქცევის სირთულეებით. ის თანაბრადაა გავრცელებული ყველა რასის, ეროვნების, რელიგიური მრწამსისა და სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის მქონე ადამიანებში.
მიმდინარე წლის 31 მარტს, ქალაქ დმანისში მდებარე საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დმანისის რაიონულ სამსახურში ,,სხივური მედიცინის ცენტრი" და ,,მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრი"ს წარმომადგენლებმა უფასო სამედიცინო აქცია ჩაატარეს.
აქციის ფარგლებში გაიმართა „სხივური მედიცინის ცენტრის“ წამყვანი სპეციალისტების შეხვედრა პირველადი ჯანდაცვის სამედიცინო პერსონალთან, ამბულატორიების ხელმძღვანელებთან- ონკოლოგიური პაციენტების მკურნალობაში არსებულ პრობლემატურ საკითხებთან დაკავშირებით ურთიერთსასრგაბლო ინფორმაციის გაცვლის, გამოცდილების გაზიარების და შესაძლებლობების გაერთიანების ონკოლოგიურ ავადმყოფთა სამედიცინო მომსახურების გაუმჯობესების მიზნით.
სამედიცინო გასინჯვის ფარგლებში მოსახლეობას მიეცა საშუალება მიეღოთ მაღალკვალიფიციური სპეციალისტების კონსულტაციები. (გინეკოლოგი, მამოლოგი, თავ-კისრის ქირურგი, ენდოკრინოლოგი, გასტროენტეროლოგი, უროლოგი), ასევე ჩატარდა ექოსკოპიური და ენდოსკოპიური კვლევები.
საერთო ჯამში, გამოკვლევა ჩაუტარდა 200-მდე ბენეფიციარს.
მიმდინარე წლის 27 მარტს, დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში, არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალები სამართლიანობისთვის“ წარმოამდგენლებმა სამუშაო შეხვედრა გამართეს. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა სოფლად მცხოვრები ქალების პრობლემების გაცნობა.აღსანიშნავია, რომ „ქალები სამართლიანოსთვის“ 2014 წლიდან გერმანული ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს, რომელიც სოფლად მცხოვრები ქალების განვითარებაზე მუშაობს. შეხვედრას ესწრებოდნენ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გენდერულო საბჭოს წარმომადგენლები, დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის ხელმძღვანელი, ასევე დმანისელი ქალები.
დღეს, ააიპ "დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის" დარბაზში, გურგენ გურჩიანი - ფოლკლორული ანსამბლი შგარიდა“- დოკუმენტური ფილმის ჩვენება გაიმართა. (ფილმის რეჟისორი-ცისკარა ფაჩულია). ფილმის ჩვენებას ესწრებოდნენ ფოლკლორის ცენტრის წარმომადგენლები, ფოლკლორის კორიფეები და საზოგადო მოღვაწეები, დმანისის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები და დაინტერესებული დმანისელი საზოგადოება. პრეზენტაციას უძღვებოდა ერეკლე საღლიანი. პრეზენტაციას გააშუქებს პირველი სამაუწყებლო საზოგადოებრივი არხი.
დმანისის მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან შეხვედრების ფარგლებში, დღეს მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ტატუაშვილი, მოადგილესთან ზაქარია დაუთაშვილთან და საკრებულოს დეპუტატებთან ერთად სოფლებს: დაგარახლოს, იფნარს, კიზილაჯლოს, ბაღჩალარს, ორმაშენს და კიზილქილისას ესტუმრა. თვითმმართველობის ხელმძღვანელმა პირებმა მოსახლეობის საჭიროებები და პრობლემები უშუალოდ მათგან მოისმინეს და კომპეტენციის ფარგლებში დახმარებას დაპირდნენ. დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ტატუაშვილმა მოსახლეობას სახელმწიფო პროგრამები, ჯანდაცვის პროგრამები და ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიმართულებით დაგეგმილი სიახლეები გააცნო. აღსანიშნავია, რომ შეხვდრას ესწრებოდნენ მერის წარმომადგენლები ადმინისტრაციულ ერთეულებში. შეხვედრები გრძელდება და მოიცავს ყველა ადმინისტრაციულ ერთეულს.
დმანისელი სპორტსმენების წარმატება !
მიმდინარე წლის 20-21 მარტს, ქალაქ თბილისში ჩატარდა საქართველოს პირველობა მკლავჭიდში, 15 და 18 წლამდე ახალგაზრდებს შორის.
ჩემპიონატში მონაწილეობდნენ დმანისელი სპორტსმენები: მიშიკო გადრანი (15 წლამდე 50 კგ კატეგორია) ზაურ ალიევი (18 წლამდე 55 კგ კატეგორია ) და გიორგი გიორგიევი. (18 წლამდე 55 კგ კატეგორია)
მიშიკო გადრანის ასპარეზობა წარმატებული აღმოჩნდა როგორც მარცხენა ასევე მარჯცვენა ხელით ასპარეზობისას და 50 კგ კატეგორიაში დაიკავა პირველი ადგილი.
ზაურ ალიევმა იასპარეზა მარცხენა ხელით და დაიკავა საპრიზო მეორე ადგილი.
გიორგი გიორგიევმა მაჯვენა ხელით ასპარეზობისას მოიპოვა საპატიო მესამე ადგილი.
ამ წუთებში, დმანისის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ტატუაშვილი, მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროექტების განხილვის მიზნით, კონტრაკტორ ორგანიზაციებთან სამუშაო შეხვედრას მართავს. სამუშაო შეხვედრას კონტრაკტორი ორგანიზაციების გარდა ესწრებიან: დმანისის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ბადრი სუბარი, ასევე მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელი თანამშრომლებთან ერთად. აღანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტის მერის - გიორგი ტატუაშვილის გადაწყვეტილებით, მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების განსახილველად, მსგავსი ტიპის შეხვედრები მერიის საკონფერენციო დარბაზში ტრადიციულად ყოველ პარასკევს 12:00 საათზე იმართება.
21 მარტს საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელებს სახალხო დღესასწაული ,,ნოვრუზ ბაირამი” დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ტატუაშვილმა მარნეულის შემდეგ დმანისში გამართულ ღონისძიებაზე მიულოცა.
ყოველი წლის 19 – 21 მარტს ქვემო ქართლში მცხოვრები აზერბაიჯანელი ხალხი ტრადიციულ დღესასწაულს ,,ნოვრუზ ბაირამს“ აღნიშნავს. მიმდინარე წლის 21 მარტს ქალაქ მარნეულში გაიმართა ღონისძიება, რომელიც ,,ნოვრუზ ბაირამის” - ახალი წლის დადგომას მიეძღვნა და ეს დღესასწაული ქვემო ქართლში მცხოვრებმა აზერბაიჯანელებმა ქალაქ მარნეულში გამართულ ღონისძიებაზე იზეიმეს. მარნეულის ცენტრალურ ქუჩაზე ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტებმა წარმოადგინეს აზერბაიჯანული ტრადიციული კუთხე და მოქალაქეებს გაუმასპინძლდნენ ჩაით და ტკბილეულით. მარნეულის შემდეგ ,,ნოვრუზ ბაირამის“ დღესასწაული გაგრძელდა დმანისში სოფელ ქვემო ოროზმანში.
მოეწყო მიმდებარე სოფლების კუთხეები, სადაც გამოიფინა სოფლის ნობათი, ტრადიციული ღონისძიების ფარგლებში სხვადასხვა სპორტული (დოღი, მკლავჭიდი, ძალოსნობა) და კულტურული (ეთნოგრაფიული კუთხის, სოფლის ნობათის და ბავშვთა ნამუშევრების გამოფენა, კონცერტი) ღონისძიებები გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ აზერბაიჯანული სოფლების ინდივიდუალური შემსრულებლები ა(აი)პ დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ფოლკლორული ანსამბლები და ქალაქ დმანისის ზ.ჟვანიას სახელობის, სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის აღსაზრდელები.
დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ტატუაშვვილმა, ქვემო ქართლში სახეწლმწიფო-რწმუნებულის მოადგილესთან კახა კობერიძესთან ერთად კონცერტის მსვლელობისას სცენიდან მიულოცა საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელებს სახალხო დღესასწაული და სიმბოლური საჩუქრები გადასცა, საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების წარმატებულ აზერბაიჯანელ სტუდენტებს. დაჯილდოვდნენ სპორტულ ღონისძიებებში გამარჯვებულებიც.
აღსანიშნავია, რომ დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ტატუაშვილმა დმანისში მცოვრებ აზერბაიჯანელებს "ნოვრუზ ბაირამი", დმანისის მაჟორიტარი დეპუტატის კახაბერ ოქრიაშვილის სახელითაც მიულოცა.
მიმდინარე წლის 16 იანვარს, ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებული მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის სახურავების მოწყობის სამუშაოები დასრულებულია.
დასრულებულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო და მოსახლეობას შეხვდა დმანისის მუნიციპალიტეტის მერი, გიორგი ტატუაშვილი.
შეხვედრაზე ასევე იმყოფებოდნენ დმანისის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები.
ამ ეტაპისთვის ქ. დმანისში 26 მაისის N9 და ვახტანგ გორგასლის ქუჩა N7- ში განთავსებული ბინის სახურავები გამოიცვალა.
პროექტის ღირებულება ჯამში 280 261 ლარს შეადგენს.
სამუშაოები განახორციელა შპს "ნიუსითი"
დმანისის მუნიციპალიტეტში სოფლის მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო
მიმიდნარე წლის 19 მარტს, დმანისის მუნიციპალიტეტის მერი, გიორგი ტატუაშვილი, მოადგილესთან, არიფ სულეიმანოვთან და დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებთან ერთად სოფელ ირგანჩაის, ამამლოს, მამიშლოს, საფარლოსა და ბაზაქლოს მოსახლეობას შეხვდა.
შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა სოფლის მოსახლეობის პრობლემებისა და საჭიროებების გამოვლენა.
გიორგი ტატუაშვილმა, შეხვედრაზე დამსწრე საზოგადოებას გააცნო, მუნიციპალიტეტში მიმდინარე სოციალური პროგრამები, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები და მუნიციპალიტეტის მიერ დაგეგმილი სხვა ინფრასტრუქტურული პროექტები.
აღსანიშნავია, რომ შეხვდრას ესწრებოდნენ მერის წარმომადგენლები ადმინისტრაციულ ერთეულებში.
შეხვედრები გრძელდება და მოიცავს ყველა ადმინისტრაციულ ერთეულს.
კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი მთის საბჭოს სხდომაზე !
2019 წლის 18 მარტს, მთის განვითარების ეროვნული საბჭოს მორიგ სხდომაზე, პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დმანისისა და წალკის მაჟორიტარის, კახაბერ ოქრიაშვილის ინიციატივაზე პრინციპული თანხმობა განაცხადა.
კახაბერ ოქრიაშვილის ახალი საკანონმდებლო წინადადების მიხედვით, იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც დასახლებათა 80 %-ს უკვე მინიჭებული აქვს მაღალმთიანის სტატუსი, ანალოგიური სტატუსი დარჩენილ დასახლებათა 20%-საც ავტომატურად მიენიჭება.
ცვლილება შეეხება და მაღალმთიანის სტატუსს ავტომატურად მიანიჭებს დმანისის მუნიციპალიტეტის 9 დასახლებას - ქალაქ დმანისსა და სოფლებს: ტნუსი, ქცია, დიდი დმანისი, პატარა დმანისი, ვარდისუბანი, იაღუფლო, მაშავერა, პანტიანი.
შედეგად, მთელი რიგი საგადასახადო და სოციალური შეღავათებით, დამატებით ამ 9 დასახლების მკვიდრი 5 733 ადამიანი ისარგებლებს. გარდა დმანისის მუნიციპალიტეტისა, მაღალმთიანის სტატუსს თიანეთის 1, ასპინძის 2 და დუშეთის 37 სოფელიც მიიღებს.
კახაბერ ოქრიაშვილი იმედოვნებს, რომ შესაბამისი პროცედურებისა და ვადების გათვალისწინებით, ახალი საკანონმდებლო წინადადება მიმდინარე წლის აპრილში მომზადდება და შემოდგომიდან შევა ძალაში!
მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სახურავის აღდგენა - სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა.
მიმდინარე წლის 16 იანვარს, ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებული მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის სახურავების მოწყობის სამუშაოები დასრულებულია.
ამ ეტაპისთვის ქ. დმანისში 26 მაისის N9 და ვახტანგ გორგასლის ქუჩა N7- ში განთავსებული ბინის სახურავები გამოიცვალა.
პროექტის ღირებულება ჯამში 280 261 ლარს შეადგენს.
სამუშაოები განახორციელა შპს "ნიუსითი".
მიმდინარე წლის 15-21 მარტის ჩათვლით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ცურტავში, ნოვრუზ ბაირამის დღესთან დაკავშრებით გაიმართება შეჯიბრი ფეხბურთში.
დმანისის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო გუნდმა "აისი" მეოთხედ ფინალში დაამრცხა გარდაბნის მუნიციპალიტეტის გუნდი "შავნაბადა" და მოიპოვა ნახევარფინალის საგზური.
ნახევარფინალური მატჩი, მიმდინარე წლის 19 მარტს, 15:00 საათზე , ბოლნისის "ნახიდური" და დმანისის "აისი" შორის გაიმართება.
16 მარტს, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ინიციატივით, დმანისის მუნიციპალიტეტში მოეწყო საინფორმაციო ტური, რომელშიც რეგიონის ხელმძღვანელი პირები, ტურისტული კომპანიები, დამოუკიდებელი გიდები და მედია-ორგანიზაციის წარმომადგენლები იღებდნენ მონაწილეობას.
ტურის ფარგლებში ვიზიტორებმა დმანისის მუზეუმ-ნაკრძალი და ნაქალაქარი დათვალიერეს.
საინფორმაციო ტურის მიზანს წარმოადგენდა, ქვემო ქართლში არსებული, მრავალმხრივი და მრავალფეროვანი ტურისტული პოტენციალის წარმოჩენა-პოპულარიზაცია და თემით დაინტერესებული პირებისა და ორგანიზაციების ინფორმირების ხელშეწყობა.
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ინტენსიურად მუშაობს ტურიზმის განვითარების მიმართულებით და ჩართულია ყველა მნიშვნელოვან წამოწყებაში, რომლებიც მუნიციპალიტეტებში სამთავრობო და კერძო სექტორის ჩართულობით ხორციელდება.
რწმუნებულის ადმინისტრაციის ინიციატივით, უკვე ჩატარდა ტურისტული ფორუმი და სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია, მოეწყო მედიატური. აქტიურად მიმდინარეობს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება უმაღლეს სასწავლო უნივერსიტეტებთან. რომლის ფარგლებშიც სამხარეო ადმინისტრაცია უზრუნველყოფს უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების პრაქტიკული კომპონენტის რეალიზაციას. უნივერსიტეტები კი, ტურიზმის სფეროს განვითარებას ინტელექტუალური რესურსისა და შესაძლებლობების ჩართულობით შეუწყობენ ხელს.
აღსანიშნავია, რომ რეგიონში სფეროს განვითარების მიმართულებით დაწყებულია არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა-რეაბილიტაციას ითვალისწინებს.
მიმდინარე წლის 14 მარტს, დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების აქცია გაიმართა, რომელიც მოიცავდა ქალაქ დმანისის საავტომობილო გზის ცენტრალურ და მიმდებარე ქუჩებს, ასევე მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებს. აქციაში მონაწილეობდნენ დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოს, ა(აიპ) - იებისა და საჯარო სკოლების თანამშრომლები, არასამთავრობო ორგანიზაციები: "პირველი ევროპელი" და "ლორე", ასევე დმანისის მოსახლეობა. შეგროვილი ნარჩენების ტრანსპორტირება მოხდა ა(აიპ) კომუნალური სამსახურის მიერ.
14 მარტს, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, სამხარეო-საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა.
მხარისა და ადგილობრივი თვითმმართველობების ხელმძღვანელმა პირებმა, რეგიონის განვითარების სტრატეგიის 2019-21 წლის სამოქმედო გეგმაში განსახორციელებელი ცვლილებები განიხილეს და დაგეგმილი პრიორიტეტული პროექტების შესახებ იმჯელეს.
საუბარი შეეხო, 2019 წელს, რუსთავში, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით, დამატებით, განსახორციელებელ პროექტებს, რომლის ფარგლებშიც საგზაო ინფრასტრუქტურისა და სპორტული ობიექტების მოწყობა-რეაბილიტაციაა დაგეგმილი. საბჭოს წევრებმა, მუნიციპალიტეტებში, ამბულატორიებისა და სასწრაფო-სამედიცინო ცენტრების მოწყობის საკითხიც განიხილეს
მიმდინარე წლის 13 მარტს დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ინიციატივით და მერიის მხარდაჭერით სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას დმანისის მუნიციპალიტეტის მერი - გიორგი ტატუაშვილი მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებთან ერთად ესწრებოდა.
შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა 2019 წლის იანვარში დაწყებული პროექტის "ახალგაზრდების სოციალური ინტეგრაციის" - პროექტის წარდგენას ახალგაზრდებისათვის არსებული საჭიროებებისა და გამოწვევების გამოკვეთა და მათზე რეაგირების გზების ჩამოყალიბება.
საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება, აღნიშნულ პროექტს ახორციელებს ოთხ სამიზნე მუნიციპალიტეტში: საგარეჯო, მარნეული, ბოლნისი, დმანისი).
ამ წუთებში, დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში, მიმდინარეობს სამუშაო შეხვდერა ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებთან.
შეხვედრას უძღვება დმანისის მუნიციპალიტეტის მერი, გიორგი ტატუაშვილი.







