დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
2019-10-29

დმანისის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება. ამ ეტაპისთვის დასრულდა დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო კარაბულახში შიდა გზის და ქალაქ დმანისში სიონის ქუჩის მე6 ჩიხის სარეაბილიტაციო სამუშაოები, პროექტის ღირებულება 115 593 ლარს შეადგენს.

ვრცლად
2019-10-28

მოსახლეობის მოთხოვნით, დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბანში არსებული სკვერის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს. სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს შპს "მეტრი" ადგილობრივი ბიუჯეტიდან 456 885 ლარით.

ვრცლად
2019-10-28

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობის მოთხოვნით, დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ დმანისში ორი სკვერის რეაბილიტაცია დასრულებულია. სარეაბილიტაციო სამუშაოები შპს გ&ლ ჯგუფმა შეასრულა სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში თანხით 26870.63 ლარი. სამუშაოებს ინსპექტირებას უწევდა დმანისის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი დიდი დმანისის ადმინისტრაციულ ერთეულში - კახა ტატუაშვილი.

ვრცლად
2019-10-28

ზამთრის სეზონთან დაკავშირებით დმანისის მუნიციპალიტეტში მცხოვრები სოციალურად დაუცველი და მარტოხელა ოჯახების ბიო სწავავი ,,ბრიკეტით" მომარაგების პროცესი მიმდინარეობს.დმანისის მუნიციპალიტეტის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის განმარტებით, აღნიშნული დახმარებით წელს 167 ოჯახი ისარგებლებს.

ვრცლად
2019-10-21

დმანისის მუნიციპალიტეტის 28 სოფელში გარე განათების ბოძებზე 50 ვატიანი LED სანათების მოწყობა დასრულდა.
სულ მოეწყო 667 სანათი, სამუშაოების ღირებულებამ კი 586,329 ლარი შეადგინა.
გარე განათების სისტემის მოწყობის პროცესი ეტაპობრივად გაგარძელდება და უახლოეს მომავალში ყველა დასახლებულ პუნქტს მოიცავს.
საჭიროებიდან გამომდინარე, გარე განათების ნათურები ეტაპობრივად იცვლება ქალაქის სხვადასხვა ქუჩაზე. აღსანიშნავია, რომ განსახორციელებელი და მიმდინარე პროექტები მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით დაიგეგმა და აქტიურად მიმდინარეობს.
დმანისში ამ მიმართულებით, სულ 1 372 000 ლარის ღირებულების, 77 პროექტი შესრულდება.

ვრცლად
2019-10-19

დღეს, დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისპირში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა ველისპირის, კარაბულახის და გომარეთის თემის მოსახლეობასთან.

ვრცლად
2019-10-15

სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში, მიმდინარე წლის 12 ოქტომბერს, პანტიანის ტბის მიმდებარე ტერიტორიზე ,გაიმართა მუნიციპალური პირველობა გეზრბენში. როგორც გოგონებს, ისე ვაჟებს შორის, პირველი ადგილი დაიკავა სოფელ ამამლოს საჯარო სკოლის გუნდმა.

ვრცლად
2019-10-12

ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დღეს, დმანისის მუნიციპალიტეტში, სოფელ აზერბაიჯანული კაკლიანის, კიზილქილისის, ორმაშენისა და ბაღჩალარის მოსახლეობას შეხვდნენ, სოფლებში აქტიუალურ საკითხებს გაეცნენ და ერთობლივად იმსჯელეს არსებული გამოწვევების გადაჭრის გზებზე.

ვრცლად
2019-10-01

დმანისის სათნოების სახლში ხანდაზმულთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა.

მოხუცებს ტრადიციად ქცეული დღე დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ტატუაშვილმა მერიის თანამშრომლებთან ერთად მიულოცა.

მათთვის კონცერტი ააიპ „დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრთან არსებულმა შემოქმედებითმა კოლექტივებმა გამართეს“.

კონცერტის შემდეგ დმანისის მუნიციპალიტეტის მერიისა და სათნოების სახლისაგან მოხუცებს ტკბილეული და სურსათი გადაეცათ.

ვრცლად
2019-09-26

25 სექტემბერს, დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ სარკინეთში ‘შვეიცარიული აგრარული სკოლა კავკასიას' პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, შოთა რეხვიაშვილი, შვეიცარიის ელჩი პატრიკ ფრანცენი, ინვესტორი, მიხეილ სვიმონიშვილი, დმანისის მუნიციპალიტეტის მარი, გიორგი ტატუაშვილი, დარგის სპეციალისტები და ადგილობრივი მეწარმეები დაესწრნენ.

ვრცლად
2019-09-20

დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი ტატუაშვილმა, ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგის ფარგლებში, დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ამამლოში, ახალი ამბულატორიის მშენებლობის პროცესი პირადად შეაფასა.

ვრცლად
2019-09-19

დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა- გიორგი ტატუაშვილმა, სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღანელთან, ლევან მანთაშაშვილთან ერთად, ქალაქ დმანისში, ნანა დედოფლის ქუჩაზე, ახალი სასწრაფო სამედიცინო ცენტრის მშენებლობის მიმდინარეობას ადგილზე პირადად გაეცნო.

ვრცლად
2019-09-17

დმანისის მუნიციპალიტეტის ცენტრალურ სკვერის კეთილმოწყობა დასრულდა. განხორციელებული სამუშაოების შედეგად, მოპირკეთდა ეზოების ზედაპირი, მოეწყო სპორტულ-გასართობი მოედნები. ბავშვების უსაფრთხოების მიზნით, მიწის გარკვეულ საფარზე დაიგო კაუჩუკის ფილები. 

ვრცლად
2019-09-16

15 სექტემბერს თეთრიწყაროში საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის პირველი ფორუმი გაიმართა. სადაც დმანისის მუნიციპალიტეტმა

ვრცლად
2019-09-16

დმანისის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს.
დმანისის მუნიციპალიტეტის მერი - გიორგი ტატუაშვილი, სოფელ ირგანჩაიში მიმდინარე და დასრულებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს ადგილზე პირადად გაეცნო.

ვრცლად
2019-09-16

საბავშვო ბაღის პედაგოგებსა და აღსაზრდელებს ახალი სასწავლო წლის დაწყება დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა - გიორგი ტატუაშვილმა მიულოცა.

ვრცლად
2019-09-16

დმანისის მუნიციპალიტეტის მერი - გიორგი ტატუაშვილი, საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელთან ერთად სოფელ განთიადის საჯარო სკოლაში იმყოფებოდა, საიდანაც თითოეულ პატარას, მათ მშობლებსა და პედაგოგებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა.

ვრცლად
2019-09-13

დმანისის მუნიციპალიტეტი აცხადებს ტენდერს: 

დმანისის მუნიციპალიტეტში, სოფ. ტნუსში სარიტუალო დარბაზის ეზოს შემოღობვის სამუშაოების შესყიდვა

დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ იაღუფლოს სარიტუალო დარბაზის სარებილიტაციო სამუშაოებისა და ქ.დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის შენობაში სარეპეტიციო სასწავლო ოთახების სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვა

ქ.დმანისის შიდა ქუჩების მოასფალტების, სოფ. დიდი დმანისისა და სოფ.ვარდისუბნის რ/ბ არხების მოწყობის სამუშაოების შესყიდვა.

დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბნის სარიტუალო დარბაზისა და სოფელ მაშავერის სარიტუალო დარბაზის სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების მომსახურების შესყიდვა

ვრცლად
2019-09-06

დღეს, დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ სხდომა გამართა. სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული ხუთი საკითხი განიხილეს.

ვრცლად
2019-09-04

დმანისის მუნიციპალიტეტის სკოლებში საპირფარეშოების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში, ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარე პროცესს დმანისის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ტატუაშვილი მონიტორინგის ფარგლებში გაეცნო.

პროექტი, რომელიც აქტიურად მიმდინარეობს სოფელ დიდი დმანისის საჯარო სკოლაში ითვალისწინებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საპირფარეშოების მოწყობას, რომელიც ადაბტირებული იქნება შ.შ.მ პირებზე.

ვრცლად
 

    2026 ივნისი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1234567
    891011121314
    15161718192021
    22232425262728
    2930
     
    სიახლეები
    ივნ 15 ორშ 2026
    478
    ივნ 08 ორშ 2026
    497
    მაი 22 პარ 2026
    1393
    მაი 15 პარ 2026
    1373