მერიისა და საკრებულოს ხელმძღვანელი პირების, სერვის ჯგუფის და ა(ა) იპ სამსახურების თანამშრომლების მიერ დასუფთავდა საპიკნიკე სივრცეები, საავტომობილო გზისა და პანტიანის ტბის მიმდებარე ტერიტორია.
იაყუფლოს წყალსაცავზე წყლის დონის დაწევასთან დაკავშირებით გვინდა მოსახლეობას ვაცნობოთ, რომ წყალსაცავი სეზონური რეგულირებისაა, მისი შევსება იწყება აპრილიდან, სრულად ივსება ივნისში და იცლება სექტემბრის ბოლოს - რწყვის პერიოდში.
ბაღის მენეჯერებს და დასაქმებულ პერსონალს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის, გიორგი დოხტურიშვილის ინიციატივა და მემორანდუმის პირობები გააცნო, რომლის ფარგლებშიც კლინიკა უფასოდ მოემსახურება პერსონალს.
ქალაქ დმანისში, დმანისის მუნიციპალიტეტის მერის ახალგაზრდული სათათბიროს ორგანიზებით და დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ახალგაზრდული ფესტივალის კვირეულის ფარგლებში ღონისძიება სახელწოდებით "ევროპა იწყება დმანისიდან" გაიმართა, სადაც დმანისელი ახალგაზრდები საზღვარგარეთ სწავლისა და დაფინანსების შესახებ ინფორმაციას, უცხოელი მოხალისეებისგან გაეცნენ.
8 აგვისტოს, ქალაქ დმანისში, რუსული აგრესიის შედეგად საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირების პატივსაცემად, დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ, პაატა ყულიაშვილმა მოადგილეებთან, საკრებულოს წევრებთან და თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ომში დაღუპული გმირების მემორიალი გვირგვინით შეამკეს და წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მერიაში პარტნიორთა კრება გაიმართა. სადაც განიხილეს სამომავლო გეგმები.
სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი დოხტურიშვილმა საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველ მოადგილესთან, ილია ბეგიაშვილთან და დმანისის მუნიციპალიტეტის მერთან, კობა მურადაშვილთან ერთად მოინახულა.
შეჯიბრი ბათუმის ბულვარში ვაჟთა და გოგონათა შორის, ორ ასაკობრივ ჯგუფში მიმდინარეობდა და მასში მონაწილეობა 78-მა წყვილმა საქართველოს 9 ქალაქიდან მიიღო, მათ შორის იყვნენ დმანისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები, რომლებმაც ბოლნისს სძლია და ჩემპიონობა 2010-2011 წლებში დაბადებულ გოგონებს შორის მოიპოვა.
ღონისძიების ფარგლებში გამოფენა-გაყიდვა 20-50%-იანი ფასდაკლებით გაიმართა. დამსწრე საზოგადოებას საშუალება მიეცათ მათთვის საინტერესო კითხვები დაესვათ ავტორებისათვის და გასცნობოდნენ მათთვის საინტერესო ახალ გამოცემებს.
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი დოხტურიშვილმა დმანისის მუნიციპალიტეტში ახლად მოწყობილი სკვერი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველ მოადგილესთან, ილია ბეგიაშვილთან და დმანისის მუნიციპალიტეტის მერთან, კობა მურადაშვილთან ერთად დაათვალიერა და მოსახლეობას შეხვდა.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსში „დედაქალაქის პროფესიული თეატრები რეგიონებში - საგასტროლო ხარჯების ხელშეწყობით“ თითების თეატრმა დაიწყო სპექტაკლების თამაში ქვემო ქართლის რეგიონში.
ჩემპიონატში მონაწილეობა 15 - 29 წლამდე ახალგაზრდებმა მიიღეს. ღონისძიების ჩატარების მიზანს სპორტის განვითარება და მუნიციპალიტეტში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება წარმოადგენდა.
ისინი გაეცნენ თანამედროვე წვრთნისა და სწავლების მეთოდებს, რათა შემდგომში მათი ვარჯიშები იყოს მაღალი სტანდარტის მქონე, უსაფრთხო, სახალისო, აქტიური და მიზანმიმართული.
სოფელ ზემო კარაბულახში რეაბილიტაცია უტარდება წყაროს, სანიაღვრე არხს და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილს;
შეხვედრაზე მხარეებმა იმსჯელეს 2021-2022 წლის სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგზე.
შეხვედრა შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ“ “ქვემო ქართლის ნარჩენების მართვის“ პროექტის მიმდინარეობისა და სამომავლო ნაბიჯების შესახებ, ქვემო ქართლის ნარჩენების მართვის პროექტის ფარგლებში გამართა.
იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ დმანისის მუნიციპალიტეტში მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმა დაიწყო.
დმანისის მუნიციპალიტეტის მერის, კობა მურადაშვილის განცხადებით მუნიციპალიტეტი ასეთ გამორჩეულ სპორტსმენებს ყოველთვის გვერდში დაუდგება.









