დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
2017-07-21

26 ივლისს 12:00 საათზე დმანისის მუნიციპალიტეტში, პანტიანის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება სახალხო დღესასწაული ,,დმანისობა“ - მეგობრობის, ტოლერანტობის დღე.

ღონისძიებაზე მონაწილეობას მიიღებენ  დმანისის მუნიციპალიტეტის ააიპ ,,კულტურისა და ხელოვნების ცენტრის“ შემოქმედებითი კოლექტივები და ბავშვთა სტუდიები.

ვრცლად
2017-07-19

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორმა გრიგოლ ნემსაძემ პანტიანის ტბის მიმდებარე ტერიტორია დაათვალიერა და ადგილობრივი ხელისიფლების წარმომადგენლებთან ერთად, მუნიციპალიტეტის ტურისტული პოტენციალის გაძლიერების შესახებ იმსჯელა.

ვრცლად
2017-07-19

19 ივლისს, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი გრიგოლ ნემსაძე, დმანისის მუნიციპალიტეტში მესაქონლეობის დარგში, ლატვიელების მიერ განხორციელებულ ინვესტიციას გაეცნო.

გუბერნატორთან ერთად ადგილზე იმყოფებოდნენ სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, იური ნოზაძე, ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი, მიხეილ ღურწკაია, სურსათის ეროვნული სააგენტოსა და დმანისის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები.

ვრცლად
2017-07-19

მიმდინარე წლის 19 ივლისს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორმა გრიგოლ ნემსაძემ, გუბერნატორის მოადგილემ ალექსანდრე მეტრეველმა და დმანისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოგი ბარბაქაძემ მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერეს და 2018 წელს დაგეგმილი პროექტების შესახებ იმსჯელეს.

ვრცლად
2017-07-17

მიმდინარე წლის 17 ივლისს კომპანია ,,RMG'' - იმ გარემოსდაცვითი პროგრამის პრეზენტაცია გამართა.

პრეზენტაცია სასტუმრო ,,Rooms" -ში 12:00 საათზე დაიწყო, რომელსაც გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე, ქვემო ქართლის გუბერნატორი, ბოლნისისა და დმანისის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, გარემოს ეროვნული სააგენტოს, ეროვნული სატყეო სააგენტოსა და გარემოსდაცვით თემებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ვრცლად
2017-07-15

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ასაშენებლად მუნიციპალიტეტი საჭირო თანხას მთავრობისგან მიიღებს.

ვრცლად
2017-07-12

მიმდინარე წლის 12 ილისს დმანისის მუნიციპალიტეტში მოსახლეობას ,,C'' ჰეპატიტის უფასო სკრინინგ-ტესტირება ჩაუტარდა.

მობილური ლაბორატორია დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ მაშავერაში იყო განთავსებული და ნებისმიერ მოქალაქეს ჰქონდა საშუალება ჩაეტარებინა С ჰეპატიტის უფასო სკრინინგი.

ვრცლად
2017-07-11

მიმდინარე წლის 11 ივლისს ,,ზინაიდა კვერენჩხილაძის სახელობის" დმანისის სახელმწიფო დრამატულ თეატრში წარმოდგენილი იქნა სპექტაკლი ,,ჭური”.

სცენაზე გაცოცხლდა საქართველოს წარსული და აწმყო, ჩვენი ერის მდიდარი ხალხური პოეტური ნიმუშები.

ვრცლად
2017-07-07

დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ქალთა ოთახის ორგანიზებით სოფლად მცხოვრებ ქალბატონებთან საინფორმაციო სახის შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრა მიზნად ისახავდა ქალთა მიმართ ძლადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ 2017 წლის 4 მაისს N761 ბრძანების გაცნობას.

ვრცლად
2017-07-06

პროექტის ფარგლებში ,,არა ოჯახში ძალადობას" დმანისის მუნიციპალიეტის გამგეობის ქალთა ოთახისა და დმანისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მხარდაჭერით მოსახლეობასთან ტრენინგი ჩატარდა. პროექტს ,,არა ოჯახში ძალადობას" ახორციელებს ასოციაცია ,,მრავალეროვანი საქართველოს ქალები" ქვემო ქართლსა და სამცხე ჯავახეთის რეგიონში, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.

ვრცლად
2017-07-05

მიმდინარე წლის 4 ივლისს, ქალაქ დმანისში გაიმართა მუნიციპალიტეტის პირველობის ფინალური შეხვედრა ფეხბურთში.

ერთმანეთს შეხვდნენ  დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობისა  და ააიპ ,,დმანისის ომარ მუმლაძის სახელობის სპორტული სკოლის“ გუნდები. საკმაოდ დაძაბული  თამაში დამთავრდა გამგეობის გუნდის გამარჯვებით.  

გამარჯვებულ გუნდს გადაეცა  მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის მიერ დაწესებული თასი.

ვრცლად
2017-07-03

მიმდინარე წლის 3 ივლისს დმანისის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას ,,C'' ჰეპატიტის უფასო სკრინინგ-ტესტირება ჩაუტარდა.

მობილური ლაბორატორია დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ იფნარის ამბულატორიის შენობასთან იყო განთავსებული და ნებისმიერ მოქალაქეს ჰქონდა საშუალება ჩაეტარებინა С ჰეპატიტის უფასო სკრინინგი

ვრცლად
2017-07-01

მიმდინარე წლის 30 ივნისს ააიპ ,,დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის” საესტრადო სტუდია ახალი სახელწოდებით „მიქსი“ წარსდგა მაყურებლის წინაშე და ერთი ლამაზი საღამო აჩუქა მათ.

სცენაზე ერთმანეთს ენაცვლებოდნენ სხვადასხვა ასაკის შემსრულებლები, რომლებმაც ჟანრობრივი მრავალფეროვნებით  მოიწონეს თავი. კონცერტში სტუდიის აღსაზრდელებთან ერთად მონაწილეობა მიიღო სტუდიის ხელმძღვანელმა მარიამ ქოჩორაძემ.  საღამოს სიურპრიზების გარეშე არ ჩაუვლია. სტუდიის აღსაზრდელმა გოგა მურჯიკნელმა  სტუდიის ხელმძღვანელის  მარიამ ქოჩორაძისა და მუსიკალური გამფორმებლის ვასილ დაუთაშვილისაგან საჩუქრად მიიღო გიტარა.

ვრცლად
2017-06-29

მიმდინარე წლის 28 ივნისს ქალაქ დმანისში N2 საჯარო სკოლის მინი სტადიონზე ჩატარდა მუნიციპალიტეტის პირველობის მორიგი მატჩი ფეხბურთში.

ერთმანეთს შეხვდნენ დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს გუნდები. შეხვედრა დამთავრდა გამგეობის გუნდის გამარჯვებით.

ამავე სტადიონზე, 1 ივლისს 17.00 საათზე გაიმართება ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დმანისის რაიონული სამმართველოს და ააიპ“დმანისის ომარ მუმლაძის სახელობის სპორტული სკოლის“ გუნდების შეხვედრა.

ვრცლად
2017-06-29

27-28 ივნისს, ტრენინგი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებისთვის სასტუმრო „ლოპოტა სპა რეზორტში“ გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN WOMEN) ფინანსური მხარდაჭერით, სსიპ საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრისა და არასამთავრობო ორგანიზაცია-ქალთა საინფორმაციო ცენტრთან თანამშრომლობით, ჩატარდა.

ტრენინგის ბოლოს ყველა მონაწილეს გადაეცა სერტიფიკატები მასზედ, რომ მათ წარმატებით გაიარეს სასწავლო კურსი: ,,გენდერული თანასწორობის და ქალთა მიმართ ძალადობის საკითხები ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის".

ვრცლად
2017-06-26

დმანისში გაიმართა მუნიციპალიტეტის პირველობის მორიგი მატჩი ფეხბურთში

მიმდინარე წლის 25 ივნისს ქალაქ დმანისში N2 საჯარო სკოლის მინი სტადიონზე ჩატარდა მუნიციპალიტეტის პირველობის მორიგი მატჩი ფეხბურთში.

ერთმანეთს შეხვდნენ ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დმანისის რაიონული სამმართველოს და შპს ,,სოკარ ჯორჯია“ გაზი, აღმოსავლეთის რეგიონული ოფისის დმანისის სერვის ცენტრის 

ვრცლად
2017-06-26

24-25 ივნისს, ააიპ ,,დმანისის ომარ მუმლაძის სახელობის სპორტული სკოლის“ და კლუბ „არწივი“-ს ინიციატივით, დმანისის კულტურისა და ახალგაზრდობის ცენტრის დარბაზში, კიკბოქსინგში ქვემო ქართლის ტრადიციული ღია პირველობა ჩატარდა.
ღონისძიებას დმანისის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები, კლუბ „არწივის“ დამფუძნებელი ლერი ავალიშვილი, სპორტსმენები და სხვა მიწვეული პირები დაესწრნენ. 

ვრცლად
2017-06-24

დმანისის მუნიციპალიტეტს წარადგენს ქალაქ დმანისის N1 საჯარო სკოლის მოსწავლე ანი სუბელიანი.

ფინალური კონკურსის საპრიზო ადგილების მფლობელებს ფულადი პრიზები და საჩუქრები გადაეცემათ.

ვრცლად
2017-06-24

მიმდინარე წლის 23 ივნისს დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა, ქვემო ქართლის გუბერნატორმა გრიგოლ ნემსაძემ და დმანისის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა დმანისის მუნიციპალიტეტში დევნილი ოჯახებისთვის გადაცემული სახლები მოინახულეს.

„სოფლად სახლის“ პროექტის ფარგლებში, დევნილი ოჯახი თავად არჩევს კერძო სახლს საქართველოს ნებისმიერ რეგიონში

ვრცლად
2017-06-23

 მიმდინარე წლის 23 ივნისს ქალაქ დმანისის N2 საჯარო სკოლის მინი სტადიონზე  დაიწყო მუნიციპალური შეჯიბრი ფეხბურთში.

 ინიციატორი და ორგანიზატორია გამგეობის განთლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური.

 მხარდამჭერი დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობა.

 

ვრცლად
 

    2025 აპრილი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    123456
    78910111213
    14151617181920
    21222324252627
    282930
     
    სიახლეები