მოსახლეობის მოთხოვნის შესაბამისად, დმანისის მუნიციპალიტეტის მერის კობა მურადაშვილისა და ლიბერთი ბანკის დმანისის ფილიალის მმართველის ილარიონ ხორგუანის ერთობლივი ძალისხმევით, დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ირგანჩაიში ლიბერთი ბანკის სერვის ცენტრი გაიხსნა.
დღეს, დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ სხდომა გამართა. სხდომაზე დღის წესრიგის მიხედვით განიხილეს შემდეგი საკითხები.
დმანისის მუნიციპალიტეტის მერი, კობა მურადაშვილი მოქალაქეებთან შეხვედრებს აგრძელებს.მათი საჭიროებების შესახებ ინფორმაციას პირადად მათგან იღებს და არსებული პრობლემური საკითხების გადაჭრაში შესაძლებლობის ფარგლებში დახმარებას ჰპირდება.
მიმდინარე წლის 15 მარტს, დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში, ქალთა საინფორმაციო ცენტრმა მუნიციპალიტეტის თვითმმართველობასთან თანამშრომლობით 2 ტრენინგი ჩაატარა ოჯახში ძალადობის საკითხებზე „იყავი მის ადგილზე“.
დმანისის მუნიციპალიტეტის მერის, კობა მურადაშვილის ინიციატივით, მერია ნანა უბილავას ლექსების კრებულის გამოცემას დააფინანსებს.
ქალაქ დმანისში, 26 მაისისა და გორგასლის ქუჩებზე სასმელი წყლის კოროზირებული მილი ახალი, პლასტმასის მილით იცვლება.
მოსახლეობის მომართვიანობიდან გამომდინარე სოფელ განთიადის საბავშვო ბაღში ამოქმედდა მეორე სააღმზრდელო ჯგუფი, სადაც სკოლამდელ განათლებას 40 აღსაზრდელი მიიღებს.
დმანისის მუნიციპალიტეტის მასშტაბით შეხვედრები აქტიურად მიმდინარეობდა, სადაც ადგილობრივები წელს განსახორციელებელ პროექტებს პრიორიტეტების მიხედვით ასახელებდნენ.
"აღნიშნული პროგრამით სარგებლობის უფლება ექნებათ, მუნიციპალიტეტში რეგისტირებულ პირებს, რომელთაც საკუთრებაში აქვთ დასამუშავებელი სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და სოციალური სარეგისტრაციო ქულა არ აღემატება 65000 სს.
დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა,
ადმინისტრაციულ ერთეულებში წარმომადგენლებს, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შემუშავებული შეხვედრების გრაფიკი გააცნო.
მიმდინარე წლის 21 თებერვალს, დმანისის მუნიციპალიტეტის მერი კობა მურადაშვილი, მერის პირველი მოადგილე კახა პეტრიაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე პაატა ყულიაშვილი, საარჩევნო სისტემათა საერთაშორისო ფონდის "IFES"-ის წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს სამომავლო გეგმებზე, განიხილეს პოტენციური თანამშრომლობის ასპექტები, ადგილობრივი ახალგაზრდების ჩართულობით და ხელშეწყობით.
დმანისში ვაქცინაციის კამპანია გრძელდება. შეხვედრები USAID - ის Zinc Network - ისა და საქართველოს მთავრობის ორგანიზებით და დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ხორციელდება. მოსახლეობის კომფორტული ვაქცინაციისთვის დმანისის მუნიციპალიტეტში, თბილისიდან სრულიად აღჭურვილი მოძრავი ამბულატორია კვალიფიციური მედ პერსონალით ჩამოვიდა. ვაქცინაციის კამპანია გაიმართა გომარეთში კარაბულახსა და კამიშლოში, რომელსაც ახლომდებარე სოფლების მოსახლეობა შემოუერთდა. შეგახსენებთ, რომ 50 წლის ასაკის ზემოთ კოვიდ-საწინააღმდეგო ვაქცინით აცრაზე 200-ლარიანი წახალისება თებერვლის განმავლობაშიც გრძელდება, ამავე ასაკობრივი ჯგუფის პირები ე.წ ბუსტერ დოზით აცრის შემთხვევაში 100 ლარს მიიღებენ.
დმანისის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის საჯაროდ განსახილველად გამოქვეყნების შესახებ
მუნიციპალიტეტის პირველმა პირმა ადგილობრივებს მოადგილესთან ერთად მოუსმინა. მოქალაქეებმა ძირითადად სოციალური საკითხების და მიწისძვრის შედეგად გამოწვეული პრობლემების მოგვარებაში ითხოვეს დახმარება. როგორც კობა მურადაშვილმა განაცხადა, თვითმმართველობა ყველაფერს გააკეთეს, რათა ადგილობრივების მიერ დაყენებული საკითხები დადებითად გადაწყდეს. მოქალაქეთა მიღება, ყოველი კვირის ოთხშაბათს, 12 საათზე, კოვიდ რეგულაციების სრული დაცვით იმართება. მოქალაქეებს საშუალება აქვთ შეხვდნენ მუნიციპალიტეტის მერს წინასწარი ჩაწერით. 591 11 83 86.
დღეს, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულთან, გიორგი დოხტურიშვილთან ერთად დმანისის მუნიციპალიტეტში, მიწისძვრის შედეგად, დაზარალებულ მოსახლეობას შევხვდი და მიყენებულ ზიანს ადგილზე გავეცანი
დმანისში ორმოცწყარო-მაშავერას წყალმომარაგების სისტემას რეაბილიტაციის აქტიური სამუშაოები იწყება. აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, პროექტის ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გავმართე.
"გადაადგილებისთვის, დამხმარე სავარძელ ეტლებს მუნიციპალიტეტის მერიას, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის კოორდინაციით, მრავალი წელია გადმოსცმს საერთაშორისო ასოციაცია „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის", განაცხადა დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა.









