დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, შსს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დმანისის რაიონული სამმართველოს თანამშომლებს პოლიციის დღე მიულოცა, მადლობა გადაუხადა სამშობლოს ღირსეული მსახურებისთვის და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.
დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, დამოუკიდებლობის დღე - 26 მაისი მასშტაბურად აღინიშნა. საზეიმო ღონისძიებები დმანისის ნაქალაქარზე, ფიცის დადების ცერემონიალით დაიწყო, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერი კობა მურადაშვილი, თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებთან ერთად დაესწრო.
ა(ა)იპ დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ორგანიზებითა და დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით დღეს, კულტურისა და ხელოვნების ცენტრში მუზეუმის საერთაშორისო დღე აღინიშნა.
დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებითა და ერასმუს+ საინფორმაციო ცენტრისა და SALTO EECA-ს მხარდაჭერით, ქალაქ დმანისის საგანმანათლებლო ცენტრში, ევროპის დღესთან დაკავშირებით, ახალგაზრდებთან შემეცნებითი შეხვედრა გაიმართა თემაზე ევროპული ქარტია ადგილობრივი ახალგაზრდული საქმიანობის შესახებ, ახალგაზრდული გაცვლითი/მოხალისეობრივი პროგრამები და მათი შესაძლებლობები, რომელსაც "ახალგაზრდული ასოციაცია დრონის" წარმომადგენელი უძღვებოდა, შეხვედრის ფარგლებში უცხოელმა მოხალისეებმა დმანისელ ახალგაზრდები შემეცნებითი თამაშებით გაახალისეს.
"ბოლნისის ყოჩები" და მათ ბაზაზე დაფუძნებული "დმანისის ყოჩების" აღსაზრდელი ანდრია ყულიაშვილი 4-8 მაისს, მონაკოს პრინცესას ეგიდით ჩატარებულ "Saint Devotees" ტურნირზე იმყოფებოდა. ტურნირძი მონაწილეობას იღებდა 17 ქვეყანა.
სოფელ ვარდისუბნის მინი სტადიონზე დმანისის მუნიციპალიტეტში მოქმედ სკოლებს შორის ფრენბურთის ჩემპიონატი ჩატარდა, სადაც მონაწილეობას სკოლის მოსწავლეებისგან დაკომპელქტებული შერეული გუნდები იღებდნენ.
ეტალონის პროექტების ხელმძღვანელი, გოჩა ტყეშელაშვილი სამუშაო ვიზიტით დმანისის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა. რომელმაც ერთობლივი ინიციატივით დაბეჭდილი წიგნი, “პირველკლასელთა აკადემია” გადასცა მერიას.
7 მაისს დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ სარკინეთში ‘შვეიცარიული აგრარული სკოლა კავკასიას' პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც დმანისის მუნიციპალიტეტის მერი, კობა მურადაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე პაატა ყულიაშვილი და თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა კობა მურადაშვილმა, მერის მოადგილეებთან, საკრებულოს თავმჯდომარესთან და სასულერო პირებთან ერთად ფაშიზმზე გამარჯვების 77-ე წლისთავთან დაკავშირებით, დღეს ქალაქ დმანისში პანტიანის ტბასთან მდებარე გმირათა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
კობა მურადაშვილმა და დმანისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, მაია ხმალაძემ სოფელ ზემო ოროზმანის საჯარო სკოლის ხელოვნების პედაგოგს, გაშამ სულეიმანოვს, სამხატვრო სფეროში წარმატებული მოღვაწეობისთვის, მერიის სახელით მადლობის სიგელი და ფულადი ჯილდო გადასცეს.
დღეს დმანისის მუნიციპალიტეტის მერიაში, მოქალაქეები ტრადიციულად კობა მურადაშვილმა მიიღო და მოისმინა ის საკითხები, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას აწუხებს.
დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა, პირველ მოადგილესთან, კახა პეტრიაშვილთან ერთად, ახლადშექმნილ ახალგაზრდულ სათათბიროს წევრებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. მათ სამომავლო მიზნები გააცნო და აქტიურ თანამშრომლობას დაჰპირდა.









