დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
2018-03-17

დღეს, დმანისის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ტატუაშვილი, ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში, საქართველოს მელიორაციის წარმომადგენლებთან გამართულ სამუშაო შეხვედრას დაესწრო, რომელსაც ქვემო ქართლის გუბერნატორი გრიგოლ ნემსაძე ხელმძღვანელობდა.

ვრცლად
2018-03-17

დღეს, დედათა და ქალთა საერთაშორისო დღეებთან დაკავშირებით, დმანისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით და ა(აიპ) კულტურისა და ხელოვნების ცენტრთან არსებული ანსამბლებისა და სტუდიების მონაწილეობით, კულტურისა და ხელოვნების ცენტრის საკონცერტო დარბაზში საზეიმო ღონისძიება გაიმართა.

ვრცლად
2018-03-17

8 მარტს ,,დმანისის ახალგაზრდული ცენტრის" ორგანიზებით ახალგაზრდები დმანისის ა(აიპ) ,,სათნოების სახლის" ბენეფიციარებს ესტუმრნენ და 8 მარტი მიულოცეს. სიმღერებით და ლექსებით გაახალისეს, ყვავილები და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.

ვრცლად
2018-03-17

დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის,სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით და ა(აიპ) კულტურისა და ხელოვნების ცენტრის მხარდაჭერით დმანისში საუკუნის გადაცილებულ ქალბატონებს 8 მარტი მიულოცეს.

ვრცლად
2018-03-17

ა(აიპ) დმანისის საბიბლიოთეკო სამსახურის ორგანიზებით და მერიის მხარდაჭერით დედათა და ქალთა დღისადმი მიძღვილი ღონისძიებები გაიმართა სოფლებში ვარდისუბანსა და გომარეთში, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ბიბლიოთეკების აქტიურმა მკითხველებმა, მოსწავლეებმა და პედაგოგებმა.

ვრცლად
2018-03-17

ქალაქ რუსთავში ქვემო ქართლის პირველობაზე, სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში, მაგიდის ჩოგბურთში ტურნირი გაიმართა, სადაც მონაწილეობას იღებდნენ დმანისის გუნდები, რომლებმაც დაიკავეს მეორე ადგილი (ვაჟებში სოფელ კამარლოს საჯარო სკოლა, გოგოებში ქალაქი დმანისის N3 საჯარო სკოლა).

ვრცლად
2018-03-17

რეგიონის გუბერნატორმა, დედისა და ქალთა დღესასწაული პირადად მიულოცა 13 შვილის დედას, თინა კავლელიშვილს, რომელიც დმანისის მუნიციპალიტეტში ცხოვრობს. 

ვრცლად
2018-03-17

 ა(აიპ) კულტურისა და ხელოვნების ცენტრში დმანისელი ახალგაზრდების ორგანიზებით და მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით სალომე ვიბლიანის დასახმარებლად საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა.

ვრცლად
2018-03-17

3-4 მარტს ა(აიპ) ომარ მუმლაძის სახელობის სპორტული სკოლის ორგანიზებით და დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით გაიმართა დამსახურებული მწვრთნელის-პედაგოგის, სპორტის ოსტატის ძიუდოსა და სამბოში, კორნელი გირგვლიანის ხსოვნის საერთაშორისო ტურნირი ჭიდაობა ძიუდოში.

ვრცლად
2018-03-17

მუნიციპალიტეტებისთვის სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ სემინარი გამართა

ვრცლად
2018-03-17

დმანისის მუნიციალიტეტის მერიის ქალთა ოთახში გაიმართა ტრენინგი თემაზე: სურსათის უვნებლობა და ეტიკეტირება.

ვრცლად
2018-03-16

დმანისის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ტატუაშვილი, ქვემო ქართლის სხვა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, რუსთავის მუნიციპალიტეტის პროექტის - ,,მონაწილეობითი ადგილობრივი ბიუჯეტირება ქალაქ რუსთავში“ ფარგლებში, შემაჯამებელ კონფერენციას დაესწრო.

ვრცლად
2018-03-16

24 თებერვალს მკლავჭიდის ფედერაციის ორგანიზებით ქალაქ თბილისში ჩატარდა საქართველოს პირველობა მკლავჭიდში ჭაბუკთა შორის. აღნიშნულ ტურნირში მონაწილეობა მიიღეს დმანისელმა სპორტსმენებმა: ნოდარი ციხელაშვილმა და კოტე დევდარიანმა. ნოდარი ციხელაშვილმა 60 კგ წონით კატეგორიაში მარცხენა ხელით დაიკავა პირველი ადგილი ხოლო მარჯვენათი მესამე ადგილი.

ვრცლად
2018-03-16

საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით, 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ არის გამოცხადებული. ყოველი წლის 25 თებერვალს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები ეშვება და ოკუპაციის მსხვერპლთა ხსოვნის საპატივცემულოდ წუთიერი დუმილი ცხადდება. 

ვრცლად
2018-03-16

23 თებერვალს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის მოადგილემ, კახა კობერიძემ, რეგიონის ტურისტული პოტენციალის შესახებ, სამუშაო შეხვედრა გამართა, რომელსაც მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები და შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ვრცლად
2018-03-16

დმანისის მუნიციპალიტეტში დღეს 2018 წლის საგაზაფხულო გაწვევა დაიწყო. გამწვევ კომისიაზე წარდგენილი იქნა 24 წვევამდელი, რომლებიც შეუდგებიან სამხედრო სავალდებულო სამსახურს.

ვრცლად
2018-03-16

ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა ჩვენი პრიორიტეტია - გიორგი ტატუაშვილი დმანისის მუნიციპალიტეტის მერი

ვრცლად
2018-03-16

პროექტის ,,EDKK" ფარგლებში დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის ფარგლებში მეცნიერებათა დოქტორმა და კონსულტანტმა სოფლის მეურნეობის დარგში, ნუკრი მემარნიშვილმა ბიოაგროწარმოებაში მცენარეთა დაცვის შესახებ ტრენინგი ჩაატარა. 

ვრცლად
2018-03-16

დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ტატუაშვილმა სოფლის ექიმებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

ვრცლად
2018-03-16

დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ტატუაშვილმა და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ - გუბერნატორმა გრიგოლ ნემსაძემ დმანისის მუნიციპალიტეტში გასვლითი სამუშაო შეხვედრა გამართეს.

ვრცლად
 

    2025 აპრილი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    123456
    78910111213
    14151617181920
    21222324252627
    282930
     
    სიახლეები