დღეს, დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ სხდომა გამართა. სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული რვა საკითხი განიხილეს. 1. დადგენილება: ,,დმანისის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ’’ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 25 დეკემბრის №51 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
დღეს, დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა - გიორგი ტატუაშვილმა, განსაკუთრებული საჭიროების მქონე 10 ვეტერანს, სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის, ქვემო ქართლის სამხარეო სამმართველოს მიერ გამოყოფილი სასაჩუქრე პაკეტები, ვეტერანთა დღის აღსანიშნავად გადასცა.
დმანისის მუნიციპალიტეტის მერი - გიორგი ტატუაშვილი მადლობას უხდის სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის, ქვემო ქართლის სამხარეო სამმართველოს - ზემოაღნიშნული ინიციატივის განხორციელებისათვის.შეხვედრას ორგანიზება გაუკეთა დმანისის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურმა.
სამხარეო ადმინისტრაცისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ღია დიალოგის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე მოსახლეობის მიერ გამოკვეთილი საჭიროებების შესახებ რეაგირება მოახდინეს. კერძოდ, სოფელ ბოსლებში, მოსახლეობის მოთხოვნის შესაბამისად და ახალგაზრდების ინტერესების გათვალისწინებით დაწყებულია მინი სტადიონის მშენებლობა. პროექტის ღირებულებაა 218 011. 00 ლარი.
ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების, აგრეთვე, საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები მოსახლეობასთან ღია შეხვედრების დროს გამოკვეთილ საჭიროებებზე რეაგირებას ეტაპობრივად განახორციელებენ.
დმანისის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება. ამ ეტაპისთვის დასრულდა დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო კარაბულახში შიდა გზის და ქალაქ დმანისში სიონის ქუჩის მე6 ჩიხის სარეაბილიტაციო სამუშაოები, პროექტის ღირებულება 115 593 ლარს შეადგენს.
მოსახლეობის მოთხოვნით, დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბანში არსებული სკვერის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს. სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს შპს "მეტრი" ადგილობრივი ბიუჯეტიდან 456 885 ლარით.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობის მოთხოვნით, დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ დმანისში ორი სკვერის რეაბილიტაცია დასრულებულია. სარეაბილიტაციო სამუშაოები შპს გ&ლ ჯგუფმა შეასრულა სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში თანხით 26870.63 ლარი. სამუშაოებს ინსპექტირებას უწევდა დმანისის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი დიდი დმანისის ადმინისტრაციულ ერთეულში - კახა ტატუაშვილი.
ზამთრის სეზონთან დაკავშირებით დმანისის მუნიციპალიტეტში მცხოვრები სოციალურად დაუცველი და მარტოხელა ოჯახების ბიო სწავავი ,,ბრიკეტით" მომარაგების პროცესი მიმდინარეობს.დმანისის მუნიციპალიტეტის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის განმარტებით, აღნიშნული დახმარებით წელს 167 ოჯახი ისარგებლებს.
დმანისის მუნიციპალიტეტის 28 სოფელში გარე განათების ბოძებზე 50 ვატიანი LED სანათების მოწყობა დასრულდა.
სულ მოეწყო 667 სანათი, სამუშაოების ღირებულებამ კი 586,329 ლარი შეადგინა.
გარე განათების სისტემის მოწყობის პროცესი ეტაპობრივად გაგარძელდება და უახლოეს მომავალში ყველა დასახლებულ პუნქტს მოიცავს.
საჭიროებიდან გამომდინარე, გარე განათების ნათურები ეტაპობრივად იცვლება ქალაქის სხვადასხვა ქუჩაზე. აღსანიშნავია, რომ განსახორციელებელი და მიმდინარე პროექტები მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით დაიგეგმა და აქტიურად მიმდინარეობს.
დმანისში ამ მიმართულებით, სულ 1 372 000 ლარის ღირებულების, 77 პროექტი შესრულდება.
დღეს, დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისპირში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა ველისპირის, კარაბულახის და გომარეთის თემის მოსახლეობასთან.
სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში, მიმდინარე წლის 12 ოქტომბერს, პანტიანის ტბის მიმდებარე ტერიტორიზე ,გაიმართა მუნიციპალური პირველობა გეზრბენში. როგორც გოგონებს, ისე ვაჟებს შორის, პირველი ადგილი დაიკავა სოფელ ამამლოს საჯარო სკოლის გუნდმა.
ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დღეს, დმანისის მუნიციპალიტეტში, სოფელ აზერბაიჯანული კაკლიანის, კიზილქილისის, ორმაშენისა და ბაღჩალარის მოსახლეობას შეხვდნენ, სოფლებში აქტიუალურ საკითხებს გაეცნენ და ერთობლივად იმსჯელეს არსებული გამოწვევების გადაჭრის გზებზე.
დმანისის სათნოების სახლში ხანდაზმულთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა.
მოხუცებს ტრადიციად ქცეული დღე დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ტატუაშვილმა მერიის თანამშრომლებთან ერთად მიულოცა.
მათთვის კონცერტი ააიპ „დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრთან არსებულმა შემოქმედებითმა კოლექტივებმა გამართეს“.
კონცერტის შემდეგ დმანისის მუნიციპალიტეტის მერიისა და სათნოების სახლისაგან მოხუცებს ტკბილეული და სურსათი გადაეცათ.
25 სექტემბერს, დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ სარკინეთში ‘შვეიცარიული აგრარული სკოლა კავკასიას' პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, შოთა რეხვიაშვილი, შვეიცარიის ელჩი პატრიკ ფრანცენი, ინვესტორი, მიხეილ სვიმონიშვილი, დმანისის მუნიციპალიტეტის მარი, გიორგი ტატუაშვილი, დარგის სპეციალისტები და ადგილობრივი მეწარმეები დაესწრნენ.
დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი ტატუაშვილმა, ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგის ფარგლებში, დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ამამლოში, ახალი ამბულატორიის მშენებლობის პროცესი პირადად შეაფასა.
დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა- გიორგი ტატუაშვილმა, სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღანელთან, ლევან მანთაშაშვილთან ერთად, ქალაქ დმანისში, ნანა დედოფლის ქუჩაზე, ახალი სასწრაფო სამედიცინო ცენტრის მშენებლობის მიმდინარეობას ადგილზე პირადად გაეცნო.
დმანისის მუნიციპალიტეტის ცენტრალურ სკვერის კეთილმოწყობა დასრულდა. განხორციელებული სამუშაოების შედეგად, მოპირკეთდა ეზოების ზედაპირი, მოეწყო სპორტულ-გასართობი მოედნები. ბავშვების უსაფრთხოების მიზნით, მიწის გარკვეულ საფარზე დაიგო კაუჩუკის ფილები.
15 სექტემბერს თეთრიწყაროში საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის პირველი ფორუმი გაიმართა. სადაც დმანისის მუნიციპალიტეტმა
დმანისის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს.
დმანისის მუნიციპალიტეტის მერი - გიორგი ტატუაშვილი, სოფელ ირგანჩაიში მიმდინარე და დასრულებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს ადგილზე პირადად გაეცნო.
საბავშვო ბაღის პედაგოგებსა და აღსაზრდელებს ახალი სასწავლო წლის დაწყება დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა - გიორგი ტატუაშვილმა მიულოცა.
დმანისის მუნიციპალიტეტის მერი - გიორგი ტატუაშვილი, საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელთან ერთად სოფელ განთიადის საჯარო სკოლაში იმყოფებოდა, საიდანაც თითოეულ პატარას, მათ მშობლებსა და პედაგოგებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა.







