დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

დმანისელ ახალგაზრდებს რაგბში მასტერკლასი ჩაუტარეს
24 ივნ 2018
 

არასამთავრობო ორგანიზაცია „პირველი ევროპელის“ ორგანიზებით მიმდინარე წლის 24 ივნისს ქალაქ დმანისს ეწვია ვეტერან მორაგბეთა ასოციაცია - „მისიონერების“ ფონდი. ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა ქველმოქმედება და რაგბის პოპულარიზაცია. ვიზიტის ფარგლებში ფონდის წევრები შეხვდნენ დმანისელ ბავშვებს, მშობლებს და რაგბით დაინტერესებულ საზოგადოებას. შეხვედრაზე ისაუბრეს რაგბის მნიშვნელობასა და მის როლზე თანამედროვე ახალგაზრდების ცხოვრებაში, ასევე მუნიციპალიტეტში რაგბის განვითარების შესაძლო პერსპექტივებზე. ღონისძიების მეორე ნაწილში ვეტერანმა მორაგბეებმა ჩაატარეს მასტერკლასი, რომელში მონაწილე ბავშვებს გადაეცათ სიბოლური საჩუქრები, ხოლო სკოლებს რაგბის ბურთები. ღონისძიებას ესწრებოდა დმანისის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ტატუაშვილი თვითმმართველობის თანამშრომლებთან ერთად.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2839
 
 
 
სიახლეები
 

    2025 აპრილი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    123456
    78910111213
    14151617181920
    21222324252627
    282930
     
    სიახლეები