დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

"ოლიმპიზმი" რეგიონული ღონისძიება
08 ივნ 2018
 

დღეს ააიპ დმანისის საგანმანათლებლო ცენტრის დარბაზში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტის - "ოლიმპიზმი" რეგიონული ღონისძიება გაიმართა. ღონისძიების მიზანია ცხოვრების ჯანსაღი წესისა და ოლიმპიზმის პოპულარიზაცია. ღონისძიების ფარგლებში მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეებმა ქართული სპორტის ოლიმპიურ ისტორიაზე და ქართველი ოლიმპიური ჩემპიონების შესახებ წარმოადგინეს პრესენტაციები, გაიმართა ვიქტორინა, მოეწყო დისკუსია ცხოვრების ჯანსაღი წესის შესახებ. ღონისძიებას სხვადასხვა თაობის ქართველი ოლიმპიელები, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლები, დმანისის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს ხელმძღვანელი პირები, დმანისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის თანამშრომლები, საჯარო სკოლების სპორტის პედაგოგები ესწრებოდნენ. ღონისძიება საჩვენებელი ვარჯიშით საქართველოს ძალოსანთა გოგონების ნაკრებმა გაალამაზა. ნაკრები ამჟამად წვრთნებს ქალაქ დმანისში ძალოსანთა საწვრთნელ დარბაზში გადის.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 3515
 
 
 
სიახლეები
 

    2025 აპრილი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    123456
    78910111213
    14151617181920
    21222324252627
    282930
     
    სიახლეები