საქართველოს დამოუკიდებლობის 100წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, დღეს ააიპ დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე ღია ცის ქვეშ გაიმართა ქართული საესტრადო და ქალაქური სიმღერების კონცერტი. ააიპ დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის საესტრადო სიმღერის შემსწავლელი სტუდია ,,მიქსის“ აღსაზრდელებმა ქართული სიმღერები მიუძღვნეს საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს. დმანისის ახალგაზრდული ცენტრის აღსაზრდელებმა პატრიოტულ თემაზე ლექსები წაიკითხეს.
სიახლეები
დღეს გაიმართა ქართული საესტრადო და ქალაქური სიმღერების კონცერტი
25 მაი 2018
მნახველთა რაოდენობა: 3623
სიახლეები









