დმანისის მუნიციპალიტეტში დღევანდელი მდგომარეობით მეორე მსოფლიო ომის სამი ვეტერანი ცხოვრობს. მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ტატუაშვილი მოადგილეებთან, მერიის თანამშრომლებთან და საკრებულოს დეპუტატებთან ერთად ესტუმრა მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღის მისალოცად. სოფელ გომარეთში ომში დაღუპულთა მემორიალთან შეიკრიბნენ ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის საჯარო სკოლის პედაგოგები, მოსწავლეები და სოფლის მოსახლეობა. დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ტატუავილმა გიორგი ირემაძეს მიულოცა ფაშიზმზე გამარჯვების დღე, უსურვა ჯანმრთელობა, დიდხანს სიცოცხლე და გადასცა სასაჩუქრე კალათი.
მოსწავლეთა ჩართულობით გაიმართა მცირე ღონისძიება. სოფელ კიზილქილისაში შინმოუსვლელთა მემორიალთან გაიმართა შეხვედრა ომის ვეტერანთან ბაირამ ბაირამოვთან. მუნიციპალიტეტის მერმა ბაირამ ბაირამოვს მიულოცა ფაშიზმზე გამარჯვების დღე, უსურვა დღეგრძელობა და გადასცა სასაჩუქრე კალათი. სკოლის მოსწავლეებმა ვეტერანს დღესასწაული ლექსებით და სიმღერებით მიულოცეს. გიორგი ტატუაშვილი ოჯახში პირადად ეწვია სოფელ ამამლოში მცხოვრებ ფაშა ასლანოვს, მიულოცა დღევანდელი დღე, უსურვა მხნეობა და მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გადასცა სასაჩუქრე კალათი. დმანისის მუნიციპალიტეტიდან მეორე მსოფლიო ომში გაწვეული იყო სულ 2500 კაცი, მათგან ბრძოლის ველზე დაიღუპა 1900 მებრძოლი. დაღუპული გმირების პატივსაცემად მემორიალები შეიმკო ყვავილებით და დაინთო სანთლები.
სიახლეები
დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა
09 მაი 2018
მნახველთა რაოდენობა: 4703
სიახლეები
ივნ 15 ორშ 2026
460
ივნ 08 ორშ 2026
479
ივნ 16 სამ 2026
458
მაი 22 პარ 2026
1385
მაი 15 პარ 2026
1370

შექმენი ბიუჯეტი
ხელისუფლებასთან დაკავშირება
დამატებული პეტიციები
ბიუჯეტი
გამოკითხვა
გალერეა
ვიდეო
სტრატეგიული განვითარების გეგმა









































