მიმდინარე წლის 3 მაისს ქალაქ რუსთავში "სიდას" ორგანიზებით გაიმართა შეხვედრა „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება და უწყებათაშორისი თანამშრომლობის როლი დანაშაულის პრევენციაში". შეხვედრას ქვემო ქართლის რეგიონში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. დამსწრე საზოგადოებას "სიდას" და წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური რეაბილიტაციისა და დახმარების ცენტრის წარმომადგენლებმა კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნების შესახებ ინფორმაცია გაუზიარეს, ისაუბრეს მოზარდთა რთული ქცევის გამომწვევ მიზეზებზე და არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის საკითხებზე. შეხვედრა გაიმართა პროექტის „დანაშაულის პრევენციის გაუმჯობესება ანტისოციალური ქცევის მქონე და კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნებისთვის“ ფარგლებში, რომელსაც „სიდა“ წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური რეაბილიტაციისა და დახმარების ცენტრსა (GCRT) და ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისათვის თანამშრომლობით და ევროკავშირის მხარდაჭერით ახორციელებს.
სიახლეები
არასრულწლოვნებს შორის დანაშაულის პრევენციის საკითხების განხილვა
04 მაი 2018
მნახველთა რაოდენობა: 4011
სიახლეები
აპრ 30 ხუთ 2026
242
აპრ 28 სამ 2026
241
აპრ 28 სამ 2026
383
აპრ 28 სამ 2026
387
აპრ 17 პარ 2026
767

შექმენი ბიუჯეტი
ხელისუფლებასთან დაკავშირება
დამატებული პეტიციები
ბიუჯეტი
გამოკითხვა
გალერეა
ვიდეო
სტრატეგიული განვითარების გეგმა









































