დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

სალომე ვიბლიანის დასახმარებლად კონცერტი გაიმართა
17 მარ 2018
 

 ა(აიპ) კულტურისა და ხელოვნების ცენტრში დმანისელი ახალგაზრდების ორგანიზებით და მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით სალომე ვიბლიანის დასახმარებლად საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ დმანისის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ტატუაშვილი მოადგილეებთან ერთად, მერიის და საკრებულოს თანამშრომლები.

დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ტატუაშვილმა სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას, მადლობა გადაუხადა ღონისძიების ორგანიზატორებს, თბილისიდან ჩამოსულ სტუმრებს და მსგავსი ტიპის ღონისძიებებში ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერას დაპირდა.

 სალომეს აღენიშნება გულმკერდ-წელის სქოლიოზი მე-4 ხარისხის. გულმკერდის მალების ზედა მესამედში მალთაშუა სივრცეები მკვეთრად შევიწროვებულია. საოპერაციო თანხის რაოდენობა შეადგენს 20000 ლარს.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2830
 
 
 
სიახლეები
 

    2025 აპრილი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    123456
    78910111213
    14151617181920
    21222324252627
    282930
     
    სიახლეები