დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

დმანისში ტურისტული პოტენციალის გაძლიერების შესახებ იმსჯელეს
16 მარ 2018
 

16 თებერვალს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი გრიგოლ ნემსაძე, მოადგილესთან ალექსანდრე მეტრეველთან ერთად სამუშაო ვიზიტით დმანისის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა.

დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ტატუაშვილმა და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ- გუბერნატორმა გრიგოლ ნემსაძემ სამუშაო ფორმატში განიხილეს დმანისის ტურისტული პოტენციალი და სამომავლოდ, ერთობლივად განსახორციელებელი გეგმები დასახეს.

შეხვედრის შემდეგ დმანისის საექსპოზიციო არქეოლოგიურ დარბაზს ესტუმრნენ, სადაც მუზეუმის თანამშრომლებმა სტუმრებს გულთბილი შეხვედრა მოუწყვეს.

დასასრულს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ- გუბერნატორმა გრიგოლ ნემსაძემ მუზეუმის შთაბეჭდილებების წიგნში სამახსოვრო ჩანაწერიც დაგვიტოვა.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 4117
 
 
 
სიახლეები
 

    2026 მაისი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    123
    45678910
    11121314151617
    18192021222324
    25262728293031
     
    სიახლეები
    აპრ 30 ხუთ 2026
    241
    აპრ 28 სამ 2026
    241