დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

დმანისში ლატვიელების მიერ განხორციელებულ ინვესტიციას გაეცნენ
19 ივლ 2017
 

19 ივლისს, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი გრიგოლ ნემსაძე, დმანისის მუნიციპალიტეტში მესაქონლეობის დარგში, ლატვიელების მიერ განხორციელებულ ინვესტიციას გაეცნო.

გუბერნატორთან ერთად ადგილზე იმყოფებოდნენ სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, იური ნოზაძე, ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი, მიხეილ ღურწკაია, სურსათის ეროვნული სააგენტოსა და დმანისის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები.

უცხოელმა ინვესტორებმა ქვემო ქართლის რეგიონული განვითარებისსააგენტოსა და ადგილობრივი ხელისუფლების აქტიური მხარდაჭერით დმანისის ტერიტრიაზე, 500 ჰექტარ ფართობზე, მესაქონლეობის ფერმა მოაწყო და პროექტის განხორციელების პირველ ეტაპზე 350 სული სახორცე - ,,ყალმუხური“ ჯიშის მსხვილფეხა რქოსანი ჩამოიყვანა.

ადგილზე ათამდე ადგილობრივია დასაქმებული და როგორც ინვესტორი ამბობს, სამომავლოდ ინვესტიციის ზრდასთან ერთად დასაქმებულთა რიცხვიც გაიზრდება.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მასშტაბით მსგავსი ტიპის მსხვილი ინვესტიცია მესაქონლეობის დარგში აქამდე არ განხორციელებულა.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 3378
 
 
 
სიახლეები
 

    2025 აპრილი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    123456
    78910111213
    14151617181920
    21222324252627
    282930
     
    სიახლეები