დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

ქალაქ დმანისის N1 საბავშვო ბაღმა სასკოლო ასაკის ბავშვები საზეიმო ღონისძიებით გააცილა
20 ივნ 2017
 

 

მიმდინარე წლის 20 ივნისს, ააიპ ,,დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის“ საკონცერტო დარბაზში ქალაქ დმანისის N1 საბავშვო ბაღმა სასკოლო ასაკის ბავშვები საზეიმო ღონისძიებით გააცილა.

პროგრამა იყო  მრავალფეროვანი. ბავშვები თავისი შემოქმედებით წარსდგნენ მშობლებისა და  საზოგადოების წინაშე. სამსახიობო მონაცემებით და სხვადასხვა უნარებით დაჯილდოებულმა პატარებმა მაყურებლის ოვაციები დაიმსახურეს.

დმანისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოგი ბარბაქაძემ აღმზრდელებს და მშობლებს უსურვეა წარმატებები და  ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასულ  პატარებს გზა დაულოცა.

აღსანიშნავია, რომ დმანისის მუნიციპალიტეტის  საბავშვო ბაღებში 5-6 წლიანთა ჯგუფების აღმზრდელები ყოველი სასწავლო წლის მიწურულს საინტერესო და შთამბეჭდავ ღონისძიებებს ატარებენ, სადაც ნათლად და მკაფიოდ იკვეთება აღმზრდელების დაუღალავი შრომა და აღსაზრდელების ნიჭი და უნარი.

სასკოლო ასაკის აღსაზრდელებს  საბავშვო  ბაღისაგან გადაეცათ დიპლომები, ხოლო საზოგადოებრივი ჯანდაცვისაგან,    მომავალ პირველ კლასელებს, გაკვეთილების ცხრილი  და გასაფერადებელი რვეულები.

 

 

 
 
მნახველთა რაოდენობა: 3903
 
 
 
სიახლეები
 

    2025 აპრილი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    123456
    78910111213
    14151617181920
    21222324252627
    282930
     
    სიახლეები