მიმდინარე წლის 14 მაისს რუსთავში საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის საყოველთაო–სახალხო განხილვა მოეწყო. დოკუმენტში განსახორციელებელი ცვლილებები, რუსთაველებს საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიამ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით წარუდგინა. შეხვედრა გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის მუნიციპალურ თეატრში გაიმართა, რომელსაც მხარისა და ქალაქის ხელმძღვანელი პირები, პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატები, პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და თემით დაინტერესებული მოქალაქეები დაესწრნენ.
სიახლეები
რუსთავში საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის საყოველთაო–სახალხო განხილვა მოეწყო
15 მაი 2017
მნახველთა რაოდენობა: 3791
სიახლეები









