დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

დმანისში ომის ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების 72 -ე წლისთავი მიულოცეს
09 მაი 2017
 

დმანისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ხელმძღვანელმა პირებმა ფაშიზმზე გამარჯვების 72-ე წლისთავი პირადად მიულოცეს დმანისელ ვეტერანებს, მადლობა გადაუხადეს ქვეყნის წინაშე მათ მიერ გაწეული ღვაწლისთვის და საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის მისალოცი ბარათები გადასცეს.

აღნიშნული თარიღისადმი მიძღვნილი ღონისძიება დმანისის ახალგაზრდულ ცენტრში, ააიპ კულტურისა და ხელოვნების ცენტრის მხარდაჭერით გაიმართა. საღამო მუსიკალურად გაალამაზა ფოლკლორულმა ანსამბლმა ,,კიდევაც დაიზრდებიან", ინტერნაციონალურმა ანსამბლმა ,,დმანისური აისი. თეატრალური სტუდიის ,,ბერიკები" აღსაზრდელმა ნიკოლოზ ციგრიაშვილმა წაიკითხა ლექსი ,,ღიმილის ბიჭი ვიყავი".

დმანისის მუნიციპალიტეტის გამგებლის გოგი ბარბაქაძის ინიციატივით ღონისძიების დასრულების შემდეგ ვეტერანების პატივსაცემად საზეიმო ვახშამი გაიმართა.

დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურმა დმანისელ ვეტერანებს მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის სახელით სასაჩუქრე პაკეტები გადასცა (ტკბილეული და ბურღულეული).

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს საქართველოში მცხოვრებ ყველა ვეტერანს სახელმწიფოსგან, ერთჯერადი საჩუქრის სახით, პირად ანგარიშზე ჩაერიცხათ 600 ლარი.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 4811
 
 
 
სიახლეები
 

    2026 მაისი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    123
    45678910
    11121314151617
    18192021222324
    25262728293031
     
    სიახლეები
    აპრ 30 ხუთ 2026
    221
    აპრ 28 სამ 2026
    222