დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

დმანისის მუნიციპალიტეტში ჩატარდა ტრენინგი თემაზე: ,,ადამიანის უფლებები და თავისუფლებები, ქალთა უფლებების დაცვის მექანიზმი“
06 ივლ 2015
 
მიმდინარე წლის 6 ივნისს დმანისის მუნიციპალიტეტში ჩატარდა ტრენინგი თემაზე: ,,ადამიანის უფლებები და თავისუფლებები, ქალთა უფლებების დაცვის მექანიზმი“, რომელიც განხორციელდა ,,ჰორიზონტის გაფართოება: გაუმჯობესებული არჩევანი ქალთა და გოგონათა პროფესიული და ეკონომიკური განვითარებისთვის“ პროგრამის სკოლისა და განათლების კომპონენტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის გულისხმიერი მხარდაჭერით ა.შ.შ. საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით, ტრენინგს ესწრებოდა ქალთა შერეული საზოგადოება (დიასახლისები, დასაქმებულები, პედაგოგები). ტრენინგის დასასრულს ყველა მონაწილეს გადაეცა სერთიფიკატები და საჩუქრად სახელმძღვანელო: „სამართლებრივი გზამმკვლევი ქალებისთვის“, ტრენინგს უძღვებოდა აკაკი ხუსკივაძე ქალთა უფლებების და გენდერული თანასწორობის საკითხებზე პროექტების ავტორი დასავლეთ საქართველოში, აგრეთვე ჟურნალი „ქალის სურნელი“ დამფუძნებელი და რედაქტორი, რომელიც ამჟამად მოღვაწეობს ორგანიზაცია ტრენინგ ცენტრში სასწავლო პროგრამების ხელმძღვანელად.
 
 
მნახველთა რაოდენობა: 3535
 
 
 
სიახლეები
 

    2025 აპრილი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    123456
    78910111213
    14151617181920
    21222324252627
    282930
     
    სიახლეები