| მიმდინარე წლის 8 აგვისტოს, ქალაქ დმანისში, რუსული აგრესიის შედეგად საქართველოს ერთიანობისათვის ბრძოლაში დაღუპული გმირების პატივსაცემად, დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და გამგეობის ხელმძღვანელმა პირებმა თანამშრომლებთან ერთად რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული გმირების მემორიალი ყვავილებით შეამკეს და წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას. 2008 წელს რუსეთის აგრესიის დროს საქართველომ 169 სამხედრო მოსამსახურე, 16 პოლიციელი და 188 მშვიდობიანი მოქალაქე დაკარგა. მემორიალთან გაიმართა მცირე მხატვრული პატრიოტულ თემაზე შექმნილი ღონისძიება. ღონისძიების დასრულების შემდეგ დამსწრე საზოგადოებამ ცოცხალი ჯაჭვი შეკრა როგორც საქართველოს ერთიანობის სიმბოლო და კიდევ ერთხელ მიაგო პატივი ომში დაღუპულ გმირ ქართველებს. ღონისძიებას ორგანიზება გაუწია განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურმა, ააიპ კულტურის და ხელოვნების ცენტრთან ერთად. |
სიახლეები
ჩვენ გვახსოვს 8 აგვისტო
08 აგვ 2015
მნახველთა რაოდენობა: 6540
სიახლეები
ივნ 15 ორშ 2026
425
ივნ 08 ორშ 2026
447
ივნ 16 სამ 2026
417
მაი 22 პარ 2026
1378
მაი 15 პარ 2026
1361

შექმენი ბიუჯეტი
ხელისუფლებასთან დაკავშირება
დამატებული პეტიციები
ბიუჯეტი
გამოკითხვა
გალერეა
ვიდეო
სტრატეგიული განვითარების გეგმა









































