დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

დმანისელი ახალგაზრდები შედევრებს ქმნიან
11 აგვ 2015
 

მიმდინარე წლის 11 აგვისტოს დმანისის მუნიციპალიტეტის ,,ქალთა ოთახში“ ვიზიტად იმყოფებოდნენ ააიპ ,,კულტურისა და ხელოვნების ცენტრის“ ხალხური რეწვის (ქარგვა, ქსოვა, თექა) მოსწავლეები პედაგოგთან ერთად. ,,ქალთა ოთახის“ თანამშრომელმა მოწვეულ სტუმრებს კიდევ ერთხელ გააცნო ქალთა ოთახის“ სერვისები და დეტალურად გაიარა საკითხების ჩამონათვალი პროგრამა ,,ჰორიზონტის გაფართოება: გაუმჯობესებული არჩევანი ქალებისა და გოგონების განვითარებისათვის" - მიზანს წარმოადგენს საგანმანათლებლო, პროფესიულ და ეკონომიკურ შესაძლებლობებში ქალებისა და გოგონების ჩართულობისა და სარგებლის მიღების გაზრდა". მოსწავლეებს შორის გაიმართა დისკუსია. ისაუბრეს ქართული თექის წარმოების ისტორიაზე, ტექნოლოგიებზე და გამოყენების მრავალმხრივ დანიშნულებაზე. ,,ააიპ დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრში 2011 წლიდან მუშაობს ხალხური რეწვის წრე, წრე განსაზღვრულია სასკოლო ასაკის ბავშვებისათვის. ხელოვნების ეს დარგი მოთხოვნადი გახდა დღევანდელ საქართველოში, შესაბამისად ვცდილობთ ხშირად მივიღოთ მონაწილეობა ადგილობრივ თუ გასვლით ღონისძიებებში ჩვენი გამოფენით. ბავშვებთან მუშაობა საინტერესოა, ისინი ძალიან ენერგიულები და საყვარლები არიან, მე მიყვარს მათთან მუშაობა" - ისაუბრა წრის პედაგოგმა ლამზირა სიმონიშვილმა. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა ის, რომ თანამედროვე ბავშვებს შევაყვაროთ ხალხური რეწვა და გავაღრმაოთ მათში ინტერესი.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 4207
 
 
 
სიახლეები
 

    2025 აპრილი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    123456
    78910111213
    14151617181920
    21222324252627
    282930
     
    სიახლეები