დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარესთან პაატა ყულიაშვილთან და მოადგილეებთან ერთად, ქალაქ დმანისში, ა(ა)იპ ,,დმანისის სათნოების სახლი" გახსნა
27 ნოემ 2023
 
დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარესთან პაატა ყულიაშვილთან და მოადგილეებთან ერთად, ქალაქ დმანისში, ა(ა)იპ ,,დმანისის სათნოების სახლი" გახსნა, რომელიც აღიჭურვა ევროსტანდარტების შესაბამისად ახალი სამზარეულოთი, მისაღებით, ავეჯით და ყველა იმ საჭირო ინვენტარით, რაც ,,სათნოების სახლის" ფუნქციონირებისათვისაა საჭირო.
სათნოების სახლი 2024 წლიდან ნაცვლად 60 ბენეფიციარისა, მოემსახურება 84 ბენეფიციარს და დაემატება ახალი მომსახურება საკვების მიტანა დაწესებულებიდან შორს მცხოვრები პირებისათვის.
შენობა სადაც განთავსდა ა(ა)იპ ,,სათნოების სახლი", მის ერთ ნაწილში უკვე 2 წელია ფუნქციონირებს ,,მხარდაჭერის სახლი", რომელიც ა/ო ,,ჰილსფერკ ინთერნეშენალის" და იგპ ქალთა ასოციაცია ,,თანხმობას" დაფინანსებით მერიასთან ერთად ახორციელებს შინმოვლისა და ჯანსაღი დაბერების კუთხით მომსახურებებს.
,,მხარდაჭერის სახლში" რეაბილიტირდა კიდევ ერთი სამუშაო ოთახი, რაც სახლის უკეთ ფუნქციონირებას შეუწყობს ხელს.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2832
 
 
 
სიახლეები
 

    2025 აპრილი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    123456
    78910111213
    14151617181920
    21222324252627
    282930
     
    სიახლეები