დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

დმანისის მუნიციპალიტეტში ინტელექტ-შეჯიბრი ეტალონი გაიმართა
29 სექ 2023
 
სამწლიანი პაუზის შემდეგ, „ეტალონი“ ერთგულ ეტალონელებს დასწრებით რეჟიმში დაუბრუნდა და განახლებული ფორმატით, სხვადასხვა მუნიციპალიტეტის სკოლების წარმომადგენლებისთვის გუნდურ კონკურსებს ატარებს. პირველი მუნიციპალიტეტი კი დმანისია. საგანმანათლებლო ცენტრში, ადგილობრივი სკოლების მე-6 და მე-7 კლასების მოსწავლეებისგან დაკომპლექტებული გუნდები ერთმანეთს საზრიანობასა და ერუდიციაში შეეჯიბრნენ.
ღონისძიებას დმანისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, არიფ სულეიმანოვი, მერიისა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლები, პედაგოგები და მშობლები ესწრებოდნენ.
დმანისის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების გუნდებს შორის ქულები შემდეგნაირად გადანაწილდა
  • პანტიანის საჯარო სკოლა - 75 ქულა
  • დიდი დმანისის საჯარო სკოლა - 70 ქულა
  • განთიადის საჯარო სკოლა - 70 ქულა
  • ქალაქ დმანისის N3 საჯარო სკოლა - 65
  • ქვემო ოროზმანის საჯარო სკოლა - 65 ქულა
  • ბოსლების საჯარო სკოლა - 60 ქულა
  • მაშავერას საჯარო სკოლა -60 ქულა
  • ჯავახის საჯარო სკოლა - 60 ქულა
  • დმანისის N2 საჯარო სკოლა -57 ქულა
 
 
მნახველთა რაოდენობა: 5398
 
 
 
სიახლეები
 

    2025 აპრილი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    123456
    78910111213
    14151617181920
    21222324252627
    282930
     
    სიახლეები