დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა კობა მურადაშვილმა ახალგაზრდებთან ერთად, ქალაქ დმანისში, ვაჟ-ფშაველას ქუჩაზე, მედიათეკა გახსნა.
25 მაი 2023
 

კეთილმოწყობილი სივრცე  კულტურული, გასართობი, შემეცნებითი და სატრენინგო აქტივობების განსახორციელებლად სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიის ახალგაზრდაზეა გათვლილი.

 "ახალგაზრდულ სივრცეში შევხვდით ადგილობრივ ახალგაზრდებს, რომლებმაც კარგად გაიაზრეს სივრცის მნიშვნელობა და გასართობ-შემეცნებითი დანიშნულება. 

ვისაც გსურთ ჩაატაროთ ღონისძიება, შეხვედრა ან იმუშაოთ და ეძებთ სივრცეს, შეგიძლიათ ეწვიოთ მედიათეკას" - განაცხადა დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა.

გახსნის ცერემონიალს ესწრებოდნენ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე პაატა ყულიაშვილი, მერის მოადგილეები, ახალგაზრდული ასოციაცია "დრონის" წარმომადგენლები, რომლებიც არიან  მუნიციპალიტეტის პარტნიორები ახალგაზრდულ საკითხებში. 

 
 
მნახველთა რაოდენობა: 3828
 
 
 
სიახლეები
 

    2025 აპრილი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    123456
    78910111213
    14151617181920
    21222324252627
    282930
     
    სიახლეები