დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

კობა მურადაშილი დმანისის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად რაგბის ფესტივალს დაესწრო
09 მაი 2023
 
6 მაისს, დმანისის მუნიციპალიტეტმა სასკოლო რაგბის ფესტივალს უმასპინძლა. სპორტული ღონისძიება, ქალაქ დმანისის ცენტრალურ სტადიონზე საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, რაგბის კავშირის და კლუბი ყოჩების ორგანიზებით გაიმართა.
ფესტივალში მონაწილეობა დმანისისა და ბოლნისის საჯარო სკოლებმა მიიღეს. ღონისძიების ბოლოს მათ წამახალისებელი პრიზები გადაეცათ.
"ფესტივალის მიზანს ახალგაზრდებში რაგბის, როგორც სპორტის სახეობის და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია წარმოადგენდა", ნათქვამია დმანისის მუნიციპალიტეტის მერის, კობა მურადაშვილის განცხადებაში.
 
 
მნახველთა რაოდენობა: 2663
 
 
 
სიახლეები
 

    2025 აპრილი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    123456
    78910111213
    14151617181920
    21222324252627
    282930
     
    სიახლეები