დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

დედამიწის დღესთან დაკავშირებით, დმანისის მუნიციპალიტეტში დასუფთავების აქცია გაიმართა
21 აპრ 2023
 
აქციაში საკრებულოს წევრები, მერიისა და ა(ა)იპ - იების თანამშრომლები, სკოლის მოსწავლეები, პედაგოგები და დმანისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლები ჩაერთვნენ.
 მსგავსი ღონისძიებების მიზანს გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება და სუფთა გარემოს შენარჩუნება წარმოადგენს. მერიის მხარდაჭერით დმანისელებს შესაძლებლობა ეძლევათ თავისი წვლილი შეიტანონ გარემოს დაცვასა და მოვლაში.
საქართველოში დედამიწის დღე პირველად 1990 წელს აღინიშნა და მას შემდეგ ყოველწლიურად ამ ღონისძიებას უერთდება მრავალი ორგანიზაცია და მოხალისე, რომლებიც ახორციელებენ სხვადასხვა ტიპის გარემოსდაცვით საქმიანობას მთელი ქვეყნის მასშტაბით.
 
 
მნახველთა რაოდენობა: 5915
 
 
 
სიახლეები
 

    2026 მაისი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    123
    45678910
    11121314151617
    18192021222324
    25262728293031
     
    სიახლეები
    აპრ 30 ხუთ 2026
    241
    აპრ 28 სამ 2026
    241