დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

დმანისის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები აქტიურად მიმდინარეობს.
04 თებ 2023
 
შეხვედრებს დმანისის მუნიციპალიტეტის მერი, კობა მურადაშვილი, მოადგილეებთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან, პაატა ყულიაშვილთან ერთად ესწრებოდა.
სოფლის საერთო კრებებზე , განიხილავენ მოსახლეობისათვის პრიორიტეტულ საკითხებს ,რომლებიც სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, შემდეგი პრიორიტეტები გამოიკვეთა:
 ბოსლებში გარე განათებისა და საზოგადოებრივი სველი წერტილის მშენებლობა;
ვარდისუბანში სოფლის ცენტრში არსებული სკვერის შემოღობვა;
დიდ დმანისში საზოგადოებრივი სველი წერტილის მშენებლობა;
პატარა დმანისში სოფლის შიდა გზების მოხრეშვა;
მაშავერა - უკანგორას გაერთიანებული პროექტი
სოფელ მაშავერაში არსებული ბუნებრივ საფარიანი სტადიონის შემოღობვა რეაბილიტაცია;
რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ დაფინანსებული პროგრამა, მუნიციპალიტეტის ყველა სოფელს აძლევს შესაძლებლობას, მოსახლეობა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად შეთანხმდეს სოფელში განსახორციელებელ პროექტებზე.
 
 
მნახველთა რაოდენობა: 3640
 
 
 
სიახლეები
 

    2025 აპრილი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    123456
    78910111213
    14151617181920
    21222324252627
    282930
     
    სიახლეები