დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

დმანისის მუნიციპალიტეტსა და HEKS EPER Georgia-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
26 სექ 2022
 

დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა და HEKS-EPER Georgia-ს პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში თანაბარი და სრულყოფილი მონაწილეობისთვის” მენეჯერმა, გიორგი თვალიაშვილმა ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გააფორმეს. დოკუმენტის ხელმოწერის მთავარ მიზანს მხარეებს შორის თანამშრომლობის გააქტიურება წარმოადგენს. თანამშრომლობის სფერო მოიცავს შემდეგს: საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და აქტივისტთა ჯგუფების გაძლიერება; ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების გაძლიერება, მონაწილეობრივი დაგეგმვა და ბიუჯეტირების პროცესის დანერგვა და გაუმჯობესება; თანამონაწილეობითი ადვოკატირების კამპანიების განხორციელება; მუნიციპალიტეტების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების დონის ამაღლება; ეთნიკური უმცირესობების პრიორიტეტების და თემთა შორისი ურთიერთობების შესახებ ინფორმირებულობის გაზრდა; კერძო სექტორის, ადგილობრივ ბიზნესის და სამოქალაქო საზოგადოების აქტორებთან დიალოგისა და თანამშრომლობის შესაძლებლობების გაძლიერება; ადგილობრივი და რეგიონული მედია საშუალებების გაძლიერება.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 3448
 
 
 
სიახლეები
 

    2025 აპრილი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    123456
    78910111213
    14151617181920
    21222324252627
    282930
     
    სიახლეები