დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

გიორგი დოხტურიშვილმა დმანისში ტურისტული ინფრასტრუქტურული პროექტები მოინახულა
23 აგვ 2022
 

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში სახელმწიფო რწმუნებული დმანისის მუნიციპალიტეტის მერთან კობა მურადაშვილთან ერთად ტურისტული პროექტების მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნო

1. სოფელ დიდ დმანისში მოეწყობა ბელვედერი ;
2. სოფელ ვარდისუბნიდან სოფელ მაშავერის მიმართულებით საცალფეხო ტურისტული ბილიკები გაკეთდება. ტურისტული ლოკაციების დამაკავშირებელი ბილიკების და ბელვედერის ინფრასტრუქტურული პროექტის დასრულების შემდეგ დამთვალიერებელს დმანისის პანორამული ხედების ხილვის შესაძლებლობა მიეცემა, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს რეგიონში ტურიზმის განვითარებას.


ინფრასტრუქტურული პროექტები ადგილობრივი ბიუჯეტიდან სრულად ფინანსდება და აგვისტოს ბოლოს დასრულდება.

სამუშაო ვიზიტს სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ილია ჯალაღანია, საკრებულოს თავმჯდომარე პაატა ყულიაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 3211
 
 
 
სიახლეები
 

    2025 აპრილი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    123456
    78910111213
    14151617181920
    21222324252627
    282930
     
    სიახლეები