დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

1 ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე დმანისის მუნიციპალიტეტში საზეიმოდ აღინიშნა
01 ივნ 2022
 
ბავშვებს ნინოობა და ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა მიულოცა. საზეიმო ღონისძიებები მუნიციპალიტეტის ყველა სააღმზრდელო დაწესებულებაში გაიმართა. ბავშვებმა შეასრულეს ქორეოგრაფიული და მუსიკალური ნომრები, წაიკითხეს ლექსები. ღონისძიებას მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ესწრებოდა. ამავე დღეს, სასკოლო ასაკის აღსაზრდელები გამოემშვიდობნენ კერას, რომელმაც მათ ნიადაგი მოუმზადა სკოლაში შესაბიჯებლად. მომავალ პირველკლასელებს, კობა მურადაშვილმა წიგნი პირველკლასელთა აკადემია” გადასცა, რომელიც მისი ინიციატივით ქართულ-აზერბაიჯანულ ენაზე გამოიცა, სახელმძღვანელო მათ ქართული ენის შესწავლას გაუადვილებს.
 
 
მნახველთა რაოდენობა: 5585
 
 
 
სიახლეები
 

    2025 აპრილი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    123456
    78910111213
    14151617181920
    21222324252627
    282930
     
    სიახლეები