ა(ა)იპ დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ორგანიზებითა და დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით დღეს, კულტურისა და ხელოვნების ცენტრში მუზეუმის საერთაშორისო დღე აღინიშნა. საექსპოზიციო დარბაზმა დაინტერესებულ საზოგადოებას უმასპინძლა. დმანისის მდიდარი ისტორიული წარსულის შესახებ ისაუბრა ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორმა (ღირსების ორდენის კავალერი და ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი.) არქეოლოგმა ჯუმბერ კოპალიანმა.
სიახლეები









