დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

გენდერული თანასწორობის საბჭომ ოროზმანის ადმინისრაციული ერთეულში მცხოვრებ ქალთა პერსონალთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა
06 მაი 2022
 
დღეს, დმანისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭომ ოროზმანის ადმინისრაციული ერთეულში მცხოვრებ ქალთა პერსონალთან საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარა.
საბჭოს წევრებმა დამსწრე საზოგადოებას გააცნეს საბჭოს საქმიანობის ფუნქციები, მერიაში მოქმედი სოციალური პროგრამები, ისაუბრეს სხვადასხვა სახის გამოწვევებზე, რომლებიც სოფელში მცხოვრებ ქალებმა დააყენეს საბჭოს წინაშე და მათი გადაჭრის გზებზე.
ასევე მერიის ჯანმრთელობის, სოციალური და ბავშვის უფლებათა დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის ხელმძვანელმა ქალთა აქტივთან ისაუბრა მენტალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ და ბეჭდური სახით დაინტერესებულ პირებს დაუტოვა საინფორმაციო სამედიცინო ფსიქოლოგიური ცენტრი ,,თანადგომას“ მიერ გამოცემული ბუკლეტები, სადაც ასახულია მნიშვნელოვანი ინფორმაციები რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით.
,,ასეთ შეხვედრებს მიეცემა პერმანენტული ხასიათი და ჩვენ გენდერული თანასწორობის საბჭოს“ წევრებს მოგვეცემა შესაძლებლობა რომ ავსახოთ ჩვენს მუნიციპალიტეტში მცხოვრები ქალთა საჭიროებები და ასევე მოვძებნოთ გზები მათი სოციალური აქტივობის გაზრდისაკენ“ - ისაუბრა დმანისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ სოფო ასლამზაშვილმა.
 
 
მნახველთა რაოდენობა: 3892
 
 
 
სიახლეები
 

    2025 აპრილი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    123456
    78910111213
    14151617181920
    21222324252627
    282930
     
    სიახლეები