დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

22 აპრილი, დედამიწის საერთაშორისო დღეა
22 აპრ 2022
 
დედამიწის დღესთან დაკავშირებით, დმანისის მუნიციპალიტეტში დასუფთავების აქცია გაიმართა.
მერიის, საკრებულოს და ა(ა) იპ სამსაურების თანამშრომლების მიერ დასუფთავებულ იქნა საპიკნინე სივრცეები, საავტომობილო გზისა და პანტიანის ტბის მიმდებარე ტერიტორია. კობა მურადაშვილის განცხადებით, მსგავსი ღონისძიებების მიზანს გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება და სუფთა გარემოს შენარჩუნება წარმოადგენს.
სისუფთავეზე ზრუნვა დმანისის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ამ შრომატევად საქმეს მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ა(ა)იპ კომუნალური სამსახური ემსახურება. ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს ქალაქის დასუფთავება, რეგულარულად ხდება ნარჩენების გატანა როგორც ქალაქის უბნებიდან, ისე სოფლებიდან. საქართველოში დედამიწის დღე პირველად 1990 წელს აღინიშნა და მას შემდეგ ყოველწლიურად ამ ღონისძიებას უერთდება მრავალი ორგანიზაცია და მოხალისე, რომლებიც ახორციელებენ სხვადასხვა ტიპის გარემოსდაცვით საქმიანობას მთელი ქვეყნის მასშტაბით.
 
 
მნახველთა რაოდენობა: 3751
 
 
 
სიახლეები
 

    2025 აპრილი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    123456
    78910111213
    14151617181920
    21222324252627
    282930
     
    სიახლეები