დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა კობა მურადაშვილმა სამუშაო შეხვედრა გამართა
31 იან 2022
 

დღეს, დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა სამუშაო შეხვედრა გამართა იგპ ქალთა ასოციაცია “თანხმობა" - ს წარმომადგენლებთან მარინა ფოჩხუასა და თამარ ინალიშვილთან და პროექტის ”მხარდაჭერის სახლი” - ს დმანისის ფილიალის მენეჯერთან ეკატერინე ოქრიაშვილთან.

შეხვედრას ესწრებოდნენ მერის წარმომადგენლები ადმინისტრაციულ ერთეულებში.

სამუშაო შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს მიმდინარე პროექტები, რომლებიც მიზნად ისახავენ ხანდაზმულთა ხელმისაწვდომობის ზრდას შინმოვლისა და ჯანსაღი დაბერების მომსახურებებზე და დღის ცენტრის ბაზაზე სამომავლოდ ისეთი შესაძლებლობების შექმნას, რომლებიც გააფართოებს სამუშაო არეალს, მოხდება მეტი სოფლის ხანდაზმულების ჩართვა, რაც მნიშვნელოვნად უკეთესობისკენ შეცვლის ხანდაზმულთა ცხოვრებას.

აღნიშნულ პროგრამაში ჩართვის მსურველებმა, (ასაკობრივი ზღვარი 70+) მიმართეთ დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსს ქალბატონ მეგი ედიბერიძეს.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2166
 
 
 
სიახლეები
 

    2025 აპრილი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    123456
    78910111213
    14151617181920
    21222324252627
    282930
     
    სიახლეები