დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

კომუნალური სამსახურის თანამშრომლები ზამთარს ახალი, თბილი ტანსაცმლით შეხვდებიან
23 დეკ 2021
 
დმანისის კომუნალურ სამსახურს ზამთრის სპეცტანსაცმელი შეუძინეს.
,,ააიპ დმანისის კომუნალური სამსახურის თანამშრომლებს ყოველდღიურად უწევთ მკაცრი კლიმატის პირობებში ღია ცის ქვეშ მუშაობა. შესაბამისად, დმანისის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის დახმარებით შევიძინეთ ზამთრის თბილი სპეცტანსაცმელი. ჩემი თანამშრომლები ზამთარს ახალი, თბილი ტანსაცმლით შეხვდებიან მადლობა დმანისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობას მათზე ზრუნვისთვის"- ისაუბრა, ააიპ დმანისის კომუნალური სამსახურის უფროსმა, თამაზი ადუაშვილმა.
დმანისის მუნიციპალიტეტის მერი, კობა მურადაშვილი
 
დღევანდელი შეხვედრის მთავარ მიზანს არსებული პრობლემების განხილვა და სამომავლო გეგმების ერთობლივად დასახვა წარმოადგენდა. კომუნალური სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობის უზრუნველყოფა, გარე-განათების სისტემების მოვლა-პატრონობა, სკვერების, მწვანე ნარგავების გაშენება და ასე შემდეგ. დმანისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა მხარდაჭერას უცხადებს და მადლობას უხდის იმ სამუშაოებისთვის, რომლებსაც ისინი მუნიციპალიტეტისთვის ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებენ.
 
 
მნახველთა რაოდენობა: 2779
 
 
 
სიახლეები
 

    2025 აპრილი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    123456
    78910111213
    14151617181920
    21222324252627
    282930
     
    სიახლეები