დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

ჰუმანიტარული აქცია დმანისში
06 ივლ 2021
 

,,საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის" თავმჯდომარემ მაია კვეზერელმა, დმანისის მუნიციპალიტეტის მერთან - გიორგი ტატუაშვილთან ერთად, ქალაქ დმანისში მოქმედი ორი საბავშვო ბაღის ორმოცდაათ სოციალურად დაუცველ (სამიდან ექვსი წლის ასაკის) აღსაზრდელებს ჰუმანიტარული საჩუქრები გადასცა.

აღსანიშნავია, რომ ორგანიზაცია წლებია დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურურის კოორდინაციით,უანგაროდ ეხმარება მუნიციპალიტეტს და უსასყიდლოდ გადასცემს მაღალი ხარისხის ეტლებს საჭიროების მქონე ბენეფიციარებს.

 გიორგი ტატუაშვილი - დმანისის მუნიციპალიტეტის მერი

„მინდა მადლობა გადავუხადო მხარდაჭერისთვის ორგანიზაციის თავმჯდომარეს მაია კვეზერელსა და ამერიკელ დონორებს. „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“ ორგანიზაციასთან თანამშრომლობით დმანისის მუნიციპალიტეტში ამავე ორგანიზაციამ 50 მდე განსაკუთრებულ საჭიროების მქონე პირს ეტლი გადასცა. ჩვენთვის სოციალური სფერო პრიორიტეტულია. აქედან გამომდინარე დმანსისის მუნიციპალიტეტის მერია აღნიშნულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობას კვლავ გააგრძელებს,“- აღნიშნა დმანისის მერმა - გიორგი ტატუაშვილმა.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 1927
 
 
 
სიახლეები
 

    2025 აპრილი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    123456
    78910111213
    14151617181920
    21222324252627
    282930
     
    სიახლეები