დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

საუკუნის პროექტი დმანისში - მუნიციპალიტეტის 8 სოფელი, რამდენიმე თვეში, 24 საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს.
08 ივნ 2020
 

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა და დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი ტატუაშვილმა, სოფელ მთისძირში წყლის სათავე ნაგებობის, შემკრები რეზერვუარისა და მაგისტრალის ხაზის მოწყობის სამუშაოები მოინახულეს.

პროექტის განხორციელების შედეგად, პირველად 4 ათეული წლის შემდეგ, მუნიციპალიტეტის 8 სოფელი - ამამლო, ბაზაქლო, მამიშლო, ვაკე, ზემო ოროზმანი, ქვემო ოროზმანი, დალარი და ჯავახი 24 საათიანი ხარისხიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს.

სამუშაოების ღირებულება 1 068 169 ლარს შეადგენს, რომელიც სრულად ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. პროექტი რეკომენდაციების სრული დაცვით, აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს და ექსპლუატაციაში მიმდინარე წლის ოქტომბერში შევა.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 4060
 
 
 
სიახლეები
 

    2026 მაისი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    123
    45678910
    11121314151617
    18192021222324
    25262728293031
     
    სიახლეები
    აპრ 30 ხუთ 2026
    246
    აპრ 28 სამ 2026
    242